ბარაკ ობამა - სამხედრო ინტერვენცია შეჩერდება, თუ სირია ქიმიურ იარაღს საერთაშორისო თანამეგობრობას გადასცემს

ბარაკ ობამა - სამხედრო ინტერვენცია შეჩერდება, თუ სირია ქიმიურ იარაღს საერთაშორისო თანამეგობრობას გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ სირია ქიმიურ იარაღს საერთაშორისო თანამეგობრობას გადასცემს კონტროლისთვის. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეჭვობს, რომ სირიის მთავრობა ამას დათანხმდება.

"მინდა დავრწმუნდე, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების ნორმები შენარჩუნებული იქნება. ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. ამ პრობლემის სამხედრო შეტევის გარეშე გადაჭრა, ჩემთვისაც პრიორიტეტულია", - განაცხადა ობამამ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ კონგრესმა მხარი არ დაუჭიროს მის გადაწყვეტილებას სირიაში სამხედრო ინტერვენციის თაობაზე.

ამასთან, გუშინ რუსეთმა სირიას მოუწოდა უარი თქვას ქიმიურ იარაღზე და ჩააბაროს ის საერთაშორისო თანამეგობრობას, თუ ეს აშშ-ის მხრიდან სამხედრო იერიშს შეაჩერებს.

"ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის სენატი სირიაში სამხედრო ინტერვენციის საკითხს კენჭს ოთხშაბათს უყრის, თუმცა წარმომადგენელთა პალატაში ამ საკითხის განხილვა დროებით გადაიდო.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა