დავით ბაქრაძეს ზუგდიდში ”გასაბერი ფალოსი” დაახვედრეს

დავით ბაქრაძეს ზუგდიდში ”გასაბერი ფალოსი” დაახვედრეს

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან გამართულ აქციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით ბაქრაძეს გასაბერი ფალოსი დაახვედრეს. ორგანიზატორებმა ფალოსი სახედარზე დაამაგრეს და აქციაზე ჩამოატარეს.

აქციის ორგანიზატორები კახა მიქაია და ლალი ანთია აცხადებენ, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის დაგეგმილ ვიზიტს აპროტესტებენ. მათი თქმით, ბაქრაძეს ზუგდიდში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოთქვამენ. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია.

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს