რატომ ტოვებს გია გაჩეჩილაძე კოალიციას

რატომ ტოვებს გია გაჩეჩილაძე კოალიციას

ცოტა ხნის "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ გააკეთა განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ ის კოალიციის რიგებს დატოვებს, სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ მასთან ინტერვიუ:

- ერთი თვის წინ, როდესაც მიდიოდა კონსულტაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, დაფინანსდა 18 პოლიტიკური ორგანიზაცია, მათ შორის არარსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ, ხოლო ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პარტია ვართ (გვაქვს ევროპული იდეოლოგია, ვართ ინტეგრირებული ევროპის პოლიტიკურ სისტემაში და შევდივართ "ევროპის მწვანეთა პარტიის" მმართველი საბჭოს შემადგენლობაში), აბსოლუტურად გაურკვევლი მიზეზების გამო დაგვტოვეს დაფინანსების გარეშე. ამ კანონის შედეგად, რომელსაც ბუნებრივია, მე მხარი არ დავუჭირე, რადგან ეს იყო დამამცირებელი და არასამართლიანი, პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა სერიოზულად გაიზარდეს დაფინანსება და გარეთ დარჩენილ პარტიებს, რომლებსაც კანონის მიხედვით არ ეკუთვნოდათ დაფინანსება ერთჯერადად, ბონუსის სახით მისცეს გარკვეული თანხა, რომ ამ პარტიებს არსებობა გაეგრძელებინათ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ მისცეს "მწვანეთა პარტიას" დაფინანსება?

- აქ მხოლოდ დაფინანსებაზე არაა საქმე. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ფინანსურად ძლიერი პარტია. აქ დამოკიდებულებაზე საუბარი, რომელიც არის არაკოლეგიალური, თორემ იქნება თუ არა დაფინანსება, ამით "მწვანეთა პარტიას" დიდი არაფერი მოაკლდება, თუმცა კარგია, როცა ორგანიზაციას აქვს საშუალება, რომ ნორმალური ოფისი ჰქონდეს და ასე ვთქვათ, მოხმარებული დენის გადახდის საშუალება მაინც გააჩნდეს.

- უშუალოდ კანონის ავტორებთან თუ გქონდათ ამ საკითხზე საუბარი?

- ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც უმრავლესობა ხვდებოდა ბიძინა ივანიშვილს, მე დავაყენე ეს საკითხი და პრემირმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ ჩვენ და სოციალ-დემოკრატებს აუცილებლად მიგვეღო დაფინანსება.

- ანუ ივანიშვილის მოთხოვნა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა?

- დიახ, სწორედ ასე იყო. უმრავლესობამ ივანიშვილის მოთხოვნა არ გაითვალისწინა! მიუხედავად მისი კატეგორიულობისა, ის ფაქტის წინაშე დააყენეს. ახლა უკვე კანონი მიღებულია და მას ვერავინ შეცვლის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა