ამანდა სეიფრიდი ''ბოლოს და ბოლოს, შევიყვარებ საკუთარ თავს!''

ამანდა სეიფრიდი ''ბოლოს და ბოლოს, შევიყვარებ საკუთარ თავს!''

ამანდა სეიფრიდი ბოლო დროს წელს არ ტოვებს, რამდენიმე ახალი ფილმით მაინც რომ არ წარდგეს მაყურებლების წინაშე. ''განკიცხულნისა'' და ''წითელქუდას'' შემდეგ მისი მონაწილეობით კიდევ ერთი ახალი სურათი გამოვიდა ეკრანებზე - ''ლავლეისი'' . ამ ფილმში მან 1970-იანი წლების ყველაზე პოპულარული პორნომსახიობი ლინდა ლავლეისი განასახიერა.

- სანამ ფილმში მივიღებდი მონაწილეობას, ვიცოდი, რომ ლინდა პორნოვარსკვლავი იყო და ''ღრმა ხახაში'' ჰქონდა ნათამაშები. მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან მრავალმხრივი ადამიანი იყო და ბევრმა ისიც არ იცის, რომ ამ ფილმში გადაღების შემდეგ მთელი ცხოვრება ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა. მინდოდა, ხალხს სხვანაირი ლავლეისი დაენახა და გაეცნობიერებინა, რომ სექსუალური რევოლუციის დროს პორნოგრაფია სულაც არ აღიქმებოდა ისე, როგორც დღეს.

- არ გეშინოდათ ასეთი საეჭვო რეპუტაციის ადამიანის თამაში?

- რეჟისორების ნდობა რომ არ მქონოდა და სცენარი ცუდი ყოფილიყო, ვერ გავბედავდი. არ ვიცი, ვინ წავა ამ ფილმის სანახავად და რა რეაქცია ექნებათ, მაგრამ მე უნიკალური გამოცდილების მიღება მინდოდა და არც მოვტყუვდი.

- არაერთხელ მოგიწიათ ინტიმურ სცენებში თამაში, მათ შორის ქალებთანაც. როგორია ეს?

- ''ჯენიფერის სხეულში'' მეგან ფოქსისთვის უნდა მეკოცნა და საკმაოდ შებოჭილი ვიყავი. ''ქლოეში'' კი ჩემი გმირი ჯულიანა მურს აცდუნებდა - ეს რატომღაც უფრო იოლი გამოდგა, თუმცა მაინც უჩვეულო იყო.

- თავს გრძნობთ სექსუალურად?

- მართალი გითხრათ, თავს ყველაზე კომფორტულად ტანსაცმლის გარეშე ვგრძნობ (იცინის). დიდად არ ვინტერესდები მოდით, მაგრამ ისეთ სამყაროში ვცხოვრობ, სადაც ყველა გაფასებს. უნდა ატარო ''მართებული'' სამოსი და აუცილებლად შეისწავლო ეროტიკული ფლუიდები - გარშემო ხომ უზარმაზარი კონკურენციაა და საჭიროა, რომ სწორედ შენ აგარჩიონ. ასე რომ, სექსუალურობა ჩემთვის თვისებაა, რომელიც შემიძლია საჭირო მომენტში ''ჩავრთო'' ან ''გამოვრთო''.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება