რამ აატირა ესპანეთში ეკა აბშილავა

რამ აატირა ესპანეთში ეკა აბშილავა

''კომედი შოუს'' მსახიობ ეკა აბშილავას უყვარს ექსპერიმენტები, სამ თვეში თმის ფერი რამდენჯერმე შეიცვლა, შედეგად თმა დაეწვა, მერე მოკლედ შეიჭრა და შავად იმ იმედით შეიღება, რომ ამის შემდეგ კარგად მოუვლის და გაიზრდის კიდეც. წლევანდელი ზაფხული ეკამ საკმაოდ ნაყოფიერად გაატარა, დასთან ერთად ესპანეთში იმოგზაურა, შემდეგ გურია კარვებით დალაშქრა, რაჭასაც ესტუმრა რამდენიმე დღით და ბათუმიც არ დაუტოვებია უყურადღებოდ. მიღებულ შთაბეჭდილებებს ჩვენი რესპონდენტი ინტერვიუში გაგაცნობთ.

- იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურში დღეს გავედი და შვებულების შემდეგ პირველად შევიკრიბეთ, ჯერჯერობით სიახლეებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ უამრავ ახალ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს.

- როგორც ვიცი, ზაფხულში გქონდათ გადაღებები, მოგვიყევი, რას იღებდით?

- არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამის თქმა, მაგრამ გაგმიხელთ, რომ ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი იღებდა კომედიურ ფილმს, რომელიც კინოთეატრებისთვის იქნება განკუთვნილი, ნახევრი გადავიღეთ, ცოტა ხანში ისევ განვაახლებთ გადაღებებს.

- ეკა, როგორც ჩანს, გიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, ცოტა ხნის წინ იმიჯი შეიცვალე და თმაც შავად შეგიღებავს...

- საკუთარ თავზე მართლა დიდი ექსპერიმენტი ჩავატარე, გავიკეთე ''ქიმია'' და მალევე თმა წითურად შევიღებე, ცოტა ხანში გაქერავება მოვინდომე, გავიღიავე, დამეწვა, თან არ მომეწონა მიღებული შედეგი, მერე ისევ წითელი ფერი დავიბრუნე, მაგრამ ისეთი აღარ იყო, როგორიც მანამდე, ამდენი დატვირთვის შედეგად თმა დამეწვა და შევიჭერი, რამდენიმე დღის წინ კი შავად შევიღებე და გადავწყვიტე, რომ გავიზარდო და კარგად მოვუარო, თორემ სამ თვეში საოცრებები დავმართე (იღიმება). არასდროს ვნერვიულობ იმაზე, გაამართლებს თუ არა ჩემი ექსპერიმენტი, მომიხდება თუ არა ესა თუ ის ფერი, ვარცხნილობა, ადვილად ვუყურებ - თმაა და გაიზრდება, ყველაფერი მოგვარებადია და ამაზე ღელვა არ ღირს.

- რაც შეეხება ზაფხულს, როგორ გაატარე შვებულება?

- ფანტასტიკურად, მთელი ერთი თვე თავისუფალი გახლდით. ათი დღით ჩემს დასთან ერთად ესპანეთში გავემგზავრე, მოვინახულე მადრიდი, ბარსელონა, კარგად დავისვენე და განვიტვირთე... ამის შემდეგ ისე როგორ იქნებოდა, ჩემს საქართველოში მეგობრებთან ერთად ზღვაზე არ დამესვენა, ჰოდა, ბათუმს ვესტუმრე, შიგადაშიგ მქონდა პატარ-პატარა გასვლები რაჭასა და გურიაში.

- ესპანეთში პირველად იყავი? გაგვიზიარე შთაბეჭდილებები...

- კი, პირველად ვიყავი და დადებითი ემოციებით სავსე დავბრუნდი. გამაოცა ესპანელი ხალხის ცხოვრების წესმა, ძალიან მოწესრიგებულები არიან, არ არსებობს, ვინმემ შუქნიშნის წითელ ფერზე გზა გადაკვეთოს, სადმე ურიგოდ მივიდეს, ყველამ იცის, სად და როგორ მოიქცეს და მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ ჰგვანან ქართველებს (იღიმის). ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ქალაქმა ტოსამ, რომელიც ბარსელონიდან ერთი საათის სავალში მდებარეობს, ზღვის ფერმა გამაოგნა, ცისფერიც არსებობს და ცისფერიც, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს, ცაში იკარგებოდა ზღვა, ჰორიზონტი არ ჩანდა, გარდა ამისა, გამაოცა საგრადა ფამილიას ტაძარმა, შესვლისას ყურსასმენებით ისმენ ისტორიას მის არქიტექტორ გაუდიზე, რამაც იმხელა ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, თავი მაქსიმალურად შევიკავე, ცრემლი რომ არ წამომსვლოდა, იმდენად დამაინტერესა ამ ყველაფერმა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინფორმაცია მოვიძიე და წავიკითხე გაუდის შესახებ. ასევე ძალიან მომეწონა ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ცოცხალი მანეკენები, რომლებიც საათობით დგანან გაუნძრევლად და უცებ იწყებენ მოძრაობას, ისე იყვნენ გაშეშებულები, დიდხანს ვაკვირდებოდი, მართლა ცოცხლები იყვნენ თუ არა, ჩემი აზრით, საოცარი ხელოვნებაა, ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.

- სამახსოვრო სუვენირების წამოღება თუ გჩვევია მნიშვნელოვანი ადგილებიდან?

- კი, როგორ არა და ამ შემთხვევაშიც არ ვუღალატე ტრადიციას. აქედან წავედი ორი შორტითა და ორი მაისურით, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, იქიდან ძალიან დატვირთული დავბრუნდებოდი და მინდა გითხრათ, რომ სწორადაც მოვიქეცი... არ ვიცი ჩემს იქ ყოფნას დაემთხვა თუ რა იყო, მაგრამ უდიდესი ფასდაკლებები დამხვდა, კარგი ფეხსაცმელები 10-10 ევროდ ვიყიდე, ტყავის ქურთუკში 20 ევრო გადავიხადე. მართლა ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი. საერთოდ, როდესაც სადმე განსაკუთრებულ ადგილას მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ ისეთი რამ ჩამოვიტანო, რაც იმ პერიოდს გამახსენებს. ამჯერად ბარსელონიდან ჩამოვიტანე ზარდახშა, მადრიდიდან კი ხელნაკეთი საათი დამრჩება სამახსოვროდ.

- თანხას დასვენებისთვის მთელი წლის განმავლობაში აგროვებ?

- ყოველთვის მიყვარს თანხის შეგროვება. გარკვეული რაოდენობა რომ მიგროვდება, მერე ვწყვეტ, რა გავაკეთო, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, შევაგროვე ფული და მერე გადავწყვიტე ესპანეთში მემოგზაურა.

- ესპანური კერძები თუ დააგემოვნე?

- კი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდად მოვიხიბლე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება