ჩერგოლეიშვილი თეა წულუკიანს იცავს - ”მეც ვიყიდე ბინა სტრასბურგში”

ჩერგოლეიშვილი თეა წულუკიანს იცავს - ”მეც ვიყიდე ბინა სტრასბურგში”

"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს გამოექომაგა. ჩერგოლეიშვილი ვლადიმერ ივანიძის მოსაზრებას გამოეხმაურა. ივანიძე სტრასბურგში წულუკიანის კუთვნილ ბინაზე წერდა - როგორ მოახერხა მინისტრმა 240 000 ევროს ღირებულების ბინის შეძენა. სწორედ ამ პოსტს უპასუხა ჩერგოლეიშვილმა.

"ვისაც ჩემს კედელზე ორჯერ მაინც შემოუხედავს, წულუკიანის შესახებ ჩემი აზრი მისთვის ცნობილია. ერთი არაადეკვატური, გაბოროტებული ქალბატონია ფუნდამენტალისტური მიდრეკილებებით და საეჭვო ფასეულობებით.

მაგრამ რაც აქ წერია, უსამართლობაა.

ევროპის საბჭოს კლერკს ძალიან მაღალი ხელფასი აქვს ევროპული სტანდარტითაც კი. წულუკიანს თავისუფლად შეეძლო ეყიდა ის ბინა, რაც მას სტრასბურგში აქვს. წელიწადში ექვსნიშნა შემოსავლიან, მუდმივი კონტრაქტის მქონე ევროპელ კლერკებს არცერთი ბანკი არ ეუბნება უარს კრედიტზე, რომლის გასტუმრებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს იმ ხელფასის პირობებში, რაც ევროპის საბჭოს მუდმივ თანამშრომლებს აქვთ.

მეც ვიყიდე ბინა სტრასბურგში 2002 წელს. ვიყიდე ჩემი შრომით და ხელფასით.  არ მომწონს უსამართლოდ რომ ექცევიან, თუნდაც ისეთ გაბოროტებულ არსებებს, როგორიც წულუკიანია", - აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.

"ვერ უძლებენ ასაკოვანი დედები აქაურ ურთულეს სამუშაოს... კეთილი ინებეთ, ახალგაზრდებო და თქვენ წამოდით" -  რას წერს რომში მოღვაწე არქიმანდრიტი

"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - რას წერს ცნობილი ექიმი, რომელიც მესტიაში კარანტინში იმყოფება

"ეს ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა..." - რას წერს გოგონა, რომელსაც კნუტის გაჩუქების შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ