ჯანი ვერსაჩეს სასახლე

ჯანი ვერსაჩეს სასახლე

ლეგენდარული დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს სასახლე ფლორიდაში მდებარეობს. მოდის ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონა სწორედ ამ სახლთან, 50 წლის ასაკში მოკლეს.

სახლი 1930 წელსაა აშენებული. სახლში 10 საძინებელი, 11 სააბაზანო და მოზაიკითა და 24-კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული აუზია. 2200 კვ.მ ფართობის სასახლეში წარმოუდგენელი ფუფუნება - ფრესკები, მარმარილოს ქანდაკებები, ხელნაკეთი საწოლები და კარებები დაგხვდებათ. სახლი ცნობილია Casa Casuarina-ს სახელით.

სასახლეს აუქციონზე 17 სექტემბერს გაიტანენ - მისი საწყისი ღირებულება 25 მილიონი დოლარია.

სახლის წინ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფოტოს გადაღება - დაცვის წევრები გაფრთხილებულნი არიან, რომ სასახლის წინ სეირნობა არავის აუკრძალონ - შესაბამისად, ვერსაჩეს სასახლესთან ყოველთვის ტურისტების გრძელი რიგია.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება