მოსკოვში ფიროსმანის გამოფენა ჩაიშალა

მოსკოვში ფიროსმანის გამოფენა ჩაიშალა

მოსკოვში დაგეგმილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის პერსონალური გამოფენა ჩაიშალა. როგორც გამოფენის ორგანიზატორმა, კულტურული ფონდის, "არტქრონიკის" ხელმძღვანელმა, შალვა ბრეუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, გენიალური მხატვრის ნამუშევრების რეტროსპექტივას მოსკოვში ქართულმა კანონმდებლობამ შეუშალა ხელი.

"ცოტა ხნის წინ საქართველოში მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ხელოვნების ნიმუშების გატანა იმ ქვეყანაში, ვისთანაც სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, აკრძალულია", - განაცხადა ბრეუსმა, რომელიც ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მოსკოვში, თბილისში და ევროპის რამდენიმე ქალაქში გეგმავდა.

მისი თქმით, ექსპოზიციაში უნდა გამოფენილიყო როგორც საქართველოში დაცული, ასევე კერძო კოლექციებში არსებული ნამუშევრები, რომელიც საქართველოში დამთვალიერებელს არასოდეს უნახავს.

შალვა ბრეუსი ფიროსმანის რამდენიმე ნახატს პირად კოლექციაშიც ფლობს.

"ფიროსმანის სულ რამდენიმე ნამუშევარს ვფლობ, სამაგიეროდ მათ შორისაა ნამდვილი შედევრი "თბილისელი ვაჭრების სადილი გრამაფონთან", - აცხადებს ბრეუსი და იქვე აღნიშნავს, რომ პრობლემების მიუხედავად, ამ პროექტის განხორციელებაზე ფიქრს არ შეწყვეტს.

საქართველოში დაბადებული 56 წლის მულტიმილიონერი რუსი ბიზნესმენი, შალვა ბრეუსი რუსეთში მასშტაბური არტპროექტებით არის ცნობილი. დაინტერესებულია თანამედროვე ხელვნებით, თუმცა როგორც გამოცემა "ფორბსი" აღნიშნავს, სხვა მილიონრებისგან განსხვავებით, კოლექციონერობა ნაკლებად იზიდავს. ბრეუსი ხელოვნების მენეჯმენტით არის დაკავებული.

მომზადებულია inmsk.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია