უნივერსიტეტის კიბიდან გვანცა ადამიას გადმოგდებაში დამნაშავე პატიმრობას გადაურჩა

უნივერსიტეტის კიბიდან გვანცა ადამიას გადმოგდებაში დამნაშავე პატიმრობას გადაურჩა

გოგონა, რომელიც უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოაგდეს, თავს უკეთ გრძნობს. უკვე საწოლიდანაც წამოდგა და ნელ-ნელა ადაპტაციასაც გადის, თუმცა ის ტკივილები, რომელიც საზარელ შემთხვევას უკავშირდება, გვანცა ადამიას ჯერ კიდევ ახსენებს თავს. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და იმ ტრაგედიის დავიწყებას ცდილობს, მის ცხოვრებას ამხელა დაღი რომ დაასვა. მოძალადე ვანო ღონღაძე შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, ის პოლიციას თავად ჩაჰბარდა. ექსპერტიზამ ვანოს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ამ ფაქტით გვანცა ადამიას ოჯახის წევრები უკმაყოფილონი არიან. მათ სარჩელი შეიტანეს საქალაქო სასამართლოში, მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვენ. ჩვენ ვანო ღონღაძის ადვოკატს და გვანცა ადამიას და მისი ოჯახის წევრებს დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

ლალი ჩირიკაშვილი (ვანო ღონღაძის ადვოკატი):

- ვანოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. როგორც ვვარაუდობდი, ჩემს კლიენტს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინდა, ანუ დანაშაულის ჩადენის მომენტში ვერ აკონტროლებდა თავის ქმედებას. ახლა იძულებითი მკურნალობა მიესაჯა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ციხეში გაჩერება არ შეიძლებოდა. შესაძლებელი იყო, კიდევ ვინმე დაეშავებინა, ან საკუთარი თავისთვის აეტეხა რამე. შიზოფრენია განუკურნებელი დაავადებაა, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

- გვანცა, როგორ ხარ?

- უკეთ ვარ, ნელ-ნელა ვიწყებ სიარულს. ზოგჯერ წელი მტკივა, მალე ვიღლები, დიდხანს ფეხზე დგომა არ შემიძლია, მაგრამ ყველაზე საშინელი ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ტრავმები, რომლებიც ამ შემთხვევის შედეგად მივიღე, ჯერ კიდევ არ მომშუშებია. ნაიარევი, რომელიც სხეულზე მაქვს, მუდმივად მახსენებს იმ საშინელებას, რომელიც თავს გადამხდა... 13 გამოცდა სახლში ჩავაბარე. კომისიის წევრები სახლში დადიოდნენ. 16 სექტემბრიდან მეწყება სწავლა და მალე უნივერსიტეტშიც გავალ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ჯერ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ალბათ შორია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- ვანო გაუთავისუფლები­ათ სისხლის სამართლის პასუ­ხისმგებლობისგან. ამაზე რას ფი­ქრობ?

- ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო. ახლა ხონში, ფსიქიატრიულში მკურნალობს. ეჭვი გვაქვს, რომ ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია. ისეთი დასკვნა წავიკითხე, მშობელი რომ ვერ დაუწერს შვილს... არანაირი დაკვირვება, სამედიცინო ჩარევა არ ჩაუტარებიათ, ჩემი აზრით, მონათხრობს დაეყრდნენ. ვუჩივი მის მშობლებს, რომ მორალური და მატერიალური ზიანი აანაზღაურონ. არანაირი დახმარება მათგან არ მიგვიღია, მხოლოდ მიზერული. დედამისი ბოლოს შეტევაზე გადმოვიდა, აქეთ დამდო ბრალი შემთხვევის ინსცენირებაში. შენი ბრალია, ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში რომ არის, იქ რომ არ მდგარიყავი, ხომ არ გაუჩნდებოდა შენი გადაგდების სურვილიო. ჩემს შვილს სისასტიკე არ ახასიათებდა, ნაზად გადმოაგდო გვანცაო, ასე ამბობს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია