დავით სერგეენკო - საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ ზღვარზეა ასული

დავით სერგეენკო - საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ ზღვარზეა ასული

"საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ, ალოგიკურ ზღვარზეა ასული", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ახალი ნაბიჯები.

"ნებისმიერ მიმართულებას, მათ შორის მშობიარობას სჭირდება სამედიცინო ხარისხის კონტროლი. ეს ჩვენი ღონისძიებებიც სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყო, რადგან საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ, ალოგიკურ ზღვარზე იყო ასული", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები ჰქონდა.

"ამას ჰქონდა თავისი ობიექტური და სამწუხაროდ,  მრავალი სუბიექტური მიზეზი, ჩვენი ქმედებები სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრისკენ არის მიმართული", - დასძინა დავით სერგეენკომ.

სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოდან, საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება გამოიცემა. კერძოდ, ძალაში შევა ახალი რეგულაციები _ დამტკიცდება საკეისრო კვეთის ეროვნული პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს, რა სამედიცინო ჩვენებების დროს უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა. აღნიშნული რეგულაციების შესრულება სამედიცინო სახლებისთვის სავალდებულო იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო მშობიარობის 38% საკეისრო კვეთაზე მოდის.

ახალი ბრძანების მიზეზები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებთან განმარტა.

ამასთან ის ავჭალაში, ყოფილი ფოსტის შენობაში შესახლებული დევნილების საკითხსაც გამოეხმაურა, რომელთა მტკიცებითაც მათ სოციალური დახმარების მოხსნას უპირებენ. მინისტრის განმარტებით, მხოლოდ იმიტომ, რომ თავშესაფარი იპოვეს, ისინი სოციალურ დახმარებას არ დაკარგავენ.

"არსებობს დადგენილი კანონი, როცა სოციალურად დაუცველი იცვლის საცხოვრებელ მისამართს, მან ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა აცნობოს, სხვა შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნება. ეს არის მარტივი თემა. იმის გამო, რომ თავშესაფარი იპოვეს, ცხადია ამ ადამიანებს არავინ მოუხსნის დახმარებას, თუმცა უნდა დაიცვან მარტივი წესები და მათ სოციალურ პრივილეგიებს ასეთ შემთხვევაში არავინ შეუქმნის საფრთხეს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია