დევიდ კემერონს ფოტოს გადაღებისას თავზე ”ყურები დაასვეს”

დევიდ კემერონს ფოტოს გადაღებისას თავზე ”ყურები დაასვეს”

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ბრიტანეთის მორაგბეთა ნაკრებს, "ბრიტანელ ლომებს" უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრი და სპორტსმენები ზაფხულის სეზონის ტრიუმფით დასრულებას აღნიშნავდნენ.

ღონისძიების ბოლოს დევიდი და სტუმრები ეზოში გავიდნენ და სამახსოვროდ ერთობლივი ფოტო გადაიღეს. პრემიერ-მინისტრის გულთბილი მასპინძლობით ნაკრების ერთ-ერთი წევრი იმდენად გათამამდა, ოფიციალურ ფოტოსესიაზე კემერონის ზურგს უკან ორი თითი ასწია, შედეგად, მსოფლიო ლიდერს თავზე ე.წ. "კურდღლის ყურები" გამოუჩნდა.

პრესისთვის უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, როდესაც ფოტო ნახა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს