"ვინც ნინო ბურჯანაძეს არ დახვდება, სოციალური დახმარება მოეხსნება"

"ვინც ნინო ბურჯანაძეს არ დახვდება, სოციალური დახმარება მოეხსნება"

16 სექტემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს ახმეტაში შეხვდა. შეხვედრას 300-მდე ადამიანი, ძირითადად, პანკისის ხეობის სოფლების მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერს, პანკისის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველები გააფრთხილეს, ბურჯანაძესთან შეხვედრას თუ არ დაესწრებოდნენ, სოციალური დახმარება შეუწყდებოდათ.

"ფატი გუმაშვილმა მითხრა, სოციალურ დახმარებას ვინც იღებს, ყველა უნდა წამოვიდესო. თან, ჩვენი მარშუტკით უნდა წამოხვიდეთო. რამდენჯერმე გვითხრა, ჩვენი უფროსი თამუნაა, რომელიც თქვენ დახმარებას გაძლევთ და თუ არ წამოხვალთ, შიმშილის ზღვარზეც რომ იყოთ, დახმარებას მაინც ვეღარ მიიღებთო", - ამბობს პანკისის ხეობის მკვიდრი ლია აჭიშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა