ლონდონში ბაბუის ვაკანსია გაჩნდა

ლონდონში ბაბუის ვაკანსია გაჩნდა

ლონდონში ბაბუის ვაკანსია გამოცხადდა. უჩვეულო განცხადება ვაკანსიის საძიებელ ერთ-ერთ ადგილობრივ საიტზე გაჩნდა.

განცხადების თანახმად, შესაფერის კანდიდატს სპეციალობით ან "მსგავს" თანამდებობაზე 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეს და "6 საათზე ადგომა, ტელევიზორის წინ ჩაძინება" უნდა შეეძლოს.

ბაბუის მოვალეობაში შემდეგი ფუნქციები შედის: შვილიშვილებთან ომის და მასში მისი როლის შესახებ საუბარი; ბავშვების ტკბილეულით გამასპინძლება; კბილის ტკივილის ვისკის დახმარებით მკურნალობა; გულმავიწყობა: ბაღის სამუშაოებისთვის თვალის დევნება; რჩევების გაცემა; ცუდად ხუმრობა; გამუდმებით ორცხობილასთან ერთად ჩაის სმა; მეზობლების კატებთან მეგობრობა; ხანდახან მათი კვირის სადილზე დაპატიჟება.

განცხადების ავტორები დასძენენ, რომ ეს მოვალეობების სრული ჩამონათვალი არ არის. უცნობია, გამოეხმაურა თუ არა ვინმე ვაკანსიას.

მომზადებულია Metro-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს