როდის ხდება კაცი ნინუცა მაყაშვილი

როდის ხდება კაცი ნინუცა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი, რომელსაც გასულ სეზონზე ტელეკომპანია ''მაესტროზე'' გადაცემა ''მაღვიძარა'' მიჰყავდა, ძალიან მხარჯველი ყოფილა. ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ბევრი ფული ადამიანს ცვლის, მაგრამ თავად ამბობს, რამდენი ფულიც უნდა მქონდეს, არ შევიცვლებიო. აზარტული თამაშები დიდად არ აინტერესებს, თუმცა ფულს ხშირად პოულობს, ერთხელ ასანთის კოლოფი გახსნა და...

- ზაფხული როგორ გაატარე?

- ნორმალურად... ჯერ ჩემი შვილი იყო დასასვენებლად წასული, მერე დედასთან დავტოვე ბავშვი და ''სამერსეთ ფესტივალზე'' წავედი, ისეთი ხალხი ჰყავდათ მოწვეული, რომელთა მოსმენაც მინდოდა და ეს სიამოვნება მივიღე. შიგადაშიგ მეგობრებთან ერთად კარვებითაც დავდიოდი სამოგზაუროდ.

- გადავიდეთ ჩვენი რუბრიკის თემაზე, რომელსაც ''ფულის გემო'' ჰქვია..

- არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ფული არ უყვარდეს, არ სჭირდებოდეს და არ უნდოდეს (იღიმის).

- საერთოდ, რამდენად მფლანგველი ხარ?

- ვაიმე, საშინლად მფლანგველი ვარ, მიყვარს საჩუქრების კეთება და ფული არასდროს მიჩერდება საფულეში. ჩემი მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, სალაროსთან კაცი ხდებიო (იცინის). თუ ერთად მივდივართ სადმე, თუნდაც საჭმელად, ყოველთვის ვცდილობ გადავიხადო, სულ ვჩხუბობ, თავი დამანებეთ, მე გადავიხდი-მეთქი. მეუბნებიან, ნუ ხარ ასეთი მფლანგველი, შეინახე, გადადეო, მაგრამ არ შემიძლია.

- რაში შეგიძლია გადაიხადო ბოლო კაპიკები?

- ნებისმიერ რამეში... შეიძლება, ბოლო კაპიკი სხვას მივცე.. შეიძლება, ბოლო ლარიანი მქონდეს დარჩენილი, დავინახო ქუჩაში გაჭირვებული ბებო და მას მივცე... მიუხედავად იმისა, ''მიყვარს საჩუქრების კეთება და ფული არასდროს მიჩერდება საფულეში'' რომ ლარზე ნაკლებს არასდროს ვაძლევ და მივიჩნევ, რომ არც არავინ უნდა მისცეს, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი არ იქნება, გაჭირვებულ ადამიანს კი დიდად დაეხმარება. ჩემი შვილი ყოველდღიურად მართმევს ფულს და ბავშვებს ხან ნაყინს ყიდულობს, ხან კიდევ მანქანებს.

- პირველი შენი ჰონორარი ან ხელფასი თუ გახსოვს?

- კი, მახსოვს, ძალიან ბევრი იყო იმ დროისთვის... ინტერნეტის რეკლამაში გადამიღეს და გადამიხადეს 200 დოლარი, მაშინ ეს პატარა თანხა ნამდვილად არ გახლდათ, მეგონა, ქვეყანა ჩემი იყო..

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება