"თა­ვი­დან მეც მე­გო­ნა, რომ გვი­ჩი­ა­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო"

"თა­ვი­დან მეც მე­გო­ნა, რომ გვი­ჩი­ა­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო"

ეი-ი­-ეს თე­ლა­სის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნი­კა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გია გვი­ჩი­ა­ნის სასა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვას გუ­ლის­ხმობს, 30 სექ­ტემ­ბრამ­დე გა­და­ი­დო. გვი­ჩი­ა­ნი თავს უდანა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს, 2002 წლის 13 აგ­ვის­ტოს, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ცეცხ­ლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლუ­ლი ნი­კა ლო­მი­ნა­ძის მა­მა კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ა, რომ საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლია და სა­მარ­თა­ლი - აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი.

- ბა­ტო­ნო ნო­დარ, რა­ტომ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ნი­კას მკვლე­ლო­ბა გია გვი­ჩი­ან­მა შე­უკ­ვე­თა?

- ჩე­მი რწმე­ნა კონ­კრე­ტუ­ლად უკავ­შირ­დე­ბა ერ­თ-ერთ კომ­ბი­ნა­ცი­ას, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს გია გვი­ჩი­ან­მა, შალ­ვა (­კუ­სა) დო­ლი­ძემ, რო­მე­ლიც გა­ურ­კვე­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი იყო და მი­რი­ან ცხვა­რა­ძემ ­(ერ­თ-ერ­თი ფირ­მის პრე­ზი­დენ­ტი). მათ 2,5 მი­ლი­ო­ნი ლა­რი და­ი­ტა­ცეს და "თე­ლა­სი" აზა­რა­ლეს. ამე­რი­კე­ლე­ბი იგ­ნა­სიო ირი­ბა­რე­ნის ად­გი­ლას "თე­ლა­სის" გენერა­ლურ მე­ნე­ჯე­რად ნი­კას და­ნიშ­ვნას აპი­რებ­დნენ. მკვლე­ლო­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღით ად­რე, ნი­კამ ჩემ­თან გამოიარა და მითხ­რა, რა­ღაც უკა­ნო­ნო კომ­ბი­ნა­ცია აღ­მო­ვა­ჩი­ნეო და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი და ცხვა­რა­ძის ფოტომაჩ­ვე­ნა. და­ვინ­ტე­რეს­დი მი­სი ვი­ნა­ო­ბით და მითხ­რა, ამას მო­კავ­ში­რე ჰყავს "ე­ი­-ი­-ეს თე­ლას­ში­ო", თუმ­ცა გვა­რი არ უთ­ქვამს. მა­შინ ვე­რა­ფერს მივ­ხვდი, მე­რე გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე ყვე­ლა­ფე­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "თე­ლა­სი" კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის სა­ში­ნე­ლი ბუ­დე იყო და ფულს მარ­ტო ერ­თი კა­ცი (გვი­ჩი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და თუ სხვა) ვერ გა­ა­კე­თებ­და, სხვე­ბის­თვი­საც უნ­და მი­ე­ცა, თო­რემ ცი­ხე­ში ჩა­ა­ყუ­დებ­დნენ. ფუ­ლის მი­ტა­ცე­ბას მოჰ­ყვა ის, რომ და­ი­ჭი­რეს გვი­ჩი­ა­ნი (­ნი­კა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ). სხვა­თა შო­რის, მახ­სოვს, ერ­თი პე­რი­ო­დი დო­ლი­ძე გა­აქ­ტი­ურ­და, გა­მუდ­მე­ბით რე­კავ­და და, რო­გორც ჩანს, ნი­კას რა­ღა­ცას აძა­ლებ­და, ბო­ლოს იქამ­დე მი­ვი­და საქ­მე, ჩე­მი შვი­ლი მის ზა­რებს აღარ პა­სუ­ხობ­და. გვი­ჩი­ან­მა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ციხიდან სთხო­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რას, დო­ლი­ძეს გა­და­ე­ცით ჩე­მი წე­რი­ლიო (ეს ერ­თმა ად­ვო­კატ­მა მითხ­რა). დო­ლი­ძემ და­იწყო პარლამენტში სი­ა­რუ­ლი და ამას მოჰ­ყვა პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის - გო­ჩა ჯო­ჯუ­ას, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძი­სა და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის შუამდგომ­ლო­ბა, რის შე­დე­გა­დაც გვი­ჩი­ანს 2,5 მი­ლი­ო­ნი გა­და­ახ­დე­ვი­ნეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შემ­დეგ ის გახ­და "თბილგაზის" დი­რექ­ტო­რი.

- ნი­კას თუ უხ­სე­ნე­ბია ოჯახ­ში გვი­ჩი­ა­ნი რა­ი­მე კონ­ტექ­სტში?

- არა, ნი­კას მი­სი სა­ხე­ლი არ უხ­სე­ნე­ბი­ა, თუ არ ჩავ­თვლით იმ ეპი­ზოდს, რა­ზეც უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ. ამ მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ წა­მო­ვი­და და წა­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან, სე­მე­კი­დან... მითხ­რეს, ნი­კა ამ­ბობ­და, გვი­ჩი­ა­ნი აქ ფულს აკეთებ­სო. თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ხომ იცი­ან, იქ ვინ რას აკე­თებ­და?! გია გვი­ჩი­ანს უთ­ქვამს თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვი ნო­დარ გვიჩიანისთვის, რო­მელ­საც შე­უკ­ვე­თა მკვლე­ლო­ბა, ყო­ველდღე შე­იძ­ლე­ბა გას­კდეს ეს საქ­მე და სას­წრა­ფოდ გა­ა­კე­თეთ რამეო. ნი­კა მოკ­ლეს იმი­ტომ, რომ გვი­ჩი­ანს ეში­ნო­და, საქ­მე არ გამ­სკდა­რი­ყო. მი­სი სიტყ­ვე­ბი­ა: რამ­დე­ნი­მე დღე­ში ავფეთქდე­ბი, თუ ეს საქ­მე არ მო­ვაგ­ვა­რე­თო. მან კარ­გად იცო­და, ნი­კა თვალს არა­ფერ­ზე და­ხუ­ჭავ­და, თა­ნაც, უფ­რო­სად ნიშნავ­დნენ და ცუ­დად ექ­ნე­ბო­და საქ­მე. მე ვეს­წრე­ბო­დი სა­სა­მარ­თლოს და თქვენც რომ დას­წრე­ბო­დით, მიხ­ვდე­ბო­დით, ესე­ნი ვინ არი­ან და რა ხალ­ხი­ა. ნი­კა ჩე­მი­ას ად­რეც ჰყავ­და კა­ცი მოკ­ლუ­ლი, კი­ლე­რი იყო. გია გვი­ჩი­ანს კი­დევ ბევ­რი რამ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

- ბა­ტო­ნო ნო­დარ, გია გვი­ჩი­ან­მა არა­ერ­თხელ მო­გი­წო­დათ, წარ­მო­გედ­გი­ნათ ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მა­ინც, რის გა­მოც ირ­წმუ­ნეთ მი­სი დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა. მი­სი თქმით, თქვენ მხო­ლოდ ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბას ეყ­რდნო­ბით.

- გვი­ჩი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბა, შენ საქ­მის კურ­სში არა ხა­რო. მე თუ არ ვარ, აბა ვინ არის?! გინ­და თუ არა, ად­ვო­კა­ტი აიყ­ვა­ნე, საქ­მე­ში იუ­რის­ტი გა­გარ­კვევ­სო. რა­ში მჭირ­დე­ბა ად­ვო­კა­ტი, თუ ჰგო­ნი­ათ, უჭ­კუო ვარ, ძა­ლი­ან ცდე­ბი­ან. ეს იმი­ტომ უნ­დო­დათ, ჩემგან ინ­ფორ­მა­ცია გა­ე­ტა­ნათ. გვი­ჩი­ანს ჩემ­ზე უთ­ქვამს, იცის, დამ­ნა­შა­ვე არ ვარ, ტყუ­ი­ლად ვზი­ვარ ცი­ხე­ში და მა­ინც არაფერს ამ­ბობ­სო. რა ვუ­პა­სუ­ხო? ყვე­ლა­ფერს პა­სუ­ხი არც სჭირ­დე­ბა.

- ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნი­ლი თმის ღე­რის დნმ-ს ანა­ლი­ზი და თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი არ ემ­თხვე­ვა მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სას...

- მე­რე რა... ის თმის ღე­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩე­მიც ყო­ფი­ლი­ყო, სულ იმ ტახ­ტზე ვის­ვე­ნებ­დი. რომ შე­ე­და­რე­ბი­ნათ, ნამ­დვი­ლად დად­გინ­დე­ბო­და, რომ ჩე­მი იყო, ასე­ვე სი­გა­რე­ტის ნამ­წვე­ბიც... საქ­მე გახ­სნი­ლი­ა, გარ­კვე­უ­ლი­ა, რო­გორ მოკ­ლეს ნი­კა, ვინ უთ­ვალ­თვა­ლებ­და, რო­გორ ეს­რო­ლეს, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი თქვეს. ზღა­პა­რი­ა, რომ ამ­ბო­ბენ, ნი­კა ჩე­მია გერ­მა­ნი­ა­ში იყო, მკვლე­ლო­ბის დღეს კი ბა­თუმ­ში­ო. მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან ჩე­მია და ხერ­კი­ლა­ძე, ყვე­ლა­ფე­რი დადასტურე­ბუ­ლია და საქ­მეც გახ­სნი­ლი­ა.

- თუ ასე­ა, თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ­ღა ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვა?

- სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის კონ­ტექ­სტში პა­ტიმ­რებს სას­ჯე­ლი გარ­კვე­უ­ლად შე­უმ­სუ­ბუ­ქეს - ზოგს შე­უმ­ცი­რეს, ზო­გი გამოუშ­ვეს... იმ ტალ­ღა­ზე არი­ან, თით­ქოს საქ­მე­ებს პრო­კუ­რა­ტუ­რა არას­წო­რად იძი­ებ­და, სა­სა­მარ­თლო უსა­მარ­თლოდ ასამარ­თლებ­დაო და ამის ფონ­ზე უნ­დათ, რა­ღა­ცას გა­მოჰ­კრან ხე­ლი. თა­ვი­დან მეც მე­გო­ნა, გვი­ჩი­ა­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო, მაგრამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კვი­ე. დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა აღი­ა­რეს, ვინ რა გა­და­ი­ხა­და და თან­ხა რო­გორ გა­იყ­ვეს. ხერ­კი­ლა­ძემ ხე­ლი დაა­დო გვი­ჩი­ანს, რომ მან გა­და­ი­ხა­და ფუ­ლი.

- თუ იცით, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ნი­კას და გვი­ჩი­ანს?

- არა­ვი­თა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­დათ. რო­გო­რი გა­ნა­ჩე­ნიც უნ­და გა­მო­ვი­დეს, ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს, რომ მკვლე­ლო­ბის დამ­კვეთ­-შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ესე­ნი არ არი­ან. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი საქ­მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას ითხ­ო­ვენ... ახ­ლა თურ­მე იმის ანალი­ზი უნ­და და­ვიწყ­ოთ, და­ვით კე­კუ­ამ (შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი) რა­ტომ ჩა­მო­იხ­რჩო თა­ვი.

- თა­ვის დრო­ზე ამ­ბობ­დნენ, რომ სწო­რედ და­ვით კე­კუ­ამ შეც­ვა­ლა ტყვი­ის გუ­ლა მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე...

- რა­საც ესე­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია და ეს რა­ტომ­ღა უნ­და და­ვი­ჯე­რო? კე­კუ­ამ ჩემ­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დატო­ვა. სხვა­თა შო­რის, ორი კა­ცი და­მა­მახ­სოვ­რდა, რომ­ლებ­მაც მარ­თლა იგ­რძნეს რა­ღაც, ესე­ნი იყ­ვნენ - და­ვით კე­კუა და კო­ბა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი (იმ­ჟა­მინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრი). ვიგ­რძე­ნი, რომ გულ­თან მი­ი­ტა­ნეს ჩე­მი სატ­კი­ვა­რი.

- და მა­ინც, იო­ტი­სო­დე­ნა ეჭ­ვი არ შეგ­პარ­ვი­ათ კრი­მი­ნალ ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა­ში? იქ­ნებ მან თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად აღას­რუ­ლა ვი­ღა­ცის ნე­ბა, რის შემ­დე­გაც უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

- კა­ცი თუ ფულს აკე­თებ­და, ჩე­მი შვი­ლი თუ ებ­რძო­და, გვი­ჩი­ა­ნის პარ­ტნი­ო­რი თუ ემუქ­რე­ბო­და ნი­კას, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფონს არ იღებ­და, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს?

ამო­ნა­რი­დი გია გვი­ჩი­ა­ნის მი­მარ­თვი­დან

"კი­დევ ერ­თხელ მო­ვუ­წო­დებ ნო­დარ ლო­მი­ნა­ძეს, აიყ­ვა­ნოს ად­ვო­კა­ტი და გა­ეც­ნოს საქ­მის მა­სა­ლებს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მი­სი პო­ზი­ცია ბრმა და უსა­მარ­თლო იქ­ნე­ბა. მო­ვუ­წო­დებ ნო­დარ ლო­მი­ნა­ძეს, სა­ჯა­როდ გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მა­ინც, რო­მე­ლიც ჩემს დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს".

გვერდი მოამზადა ნანა ფიცხელაურმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ