კეიტ ბლანშეტი ფილმს იღებს

კეიტ ბლანშეტი ფილმს იღებს

ცნობილი ოსკაროსანი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ფილმს იღებს. ეს მსახიობისთვის სარეჟისორო დებიუტი იქნება. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს.  ბლანშეტი ფილმს პოპულარულ რომან Net Dinner-ის მიხედვით გადაიღებს, რომელიც ჰოლანდიელ მწერალსა და ჟურნალისტს ჰერმან კოხს ეკუთვნის. სცენარის ავტორი ორენ მოვერმანი იქნება, რომელმაც ბლანშეტთან ერთად იმუშავა სურათზე  I'm Not There.

რომანში "სადილი"  მოქმედება ვითარდება მდიდრულ რესტორანში, სადაც ორი ძმა - ისტორიის ყოფილი მასწავლებელი და მომავალი პრემიერ-მინისტრი, მეუღლეებთან და მოზარდ შვილებთან ერთად შეიკრიბებიან სავახშმოდ. ჩვეულებრივი საუბარი გადაიზრდება გულწრფელ აღიარებაში და ოჯახის წევრები ერთმანეთს გაუმხელენ შემზარავ ოჯახურ საიდუმლოებებს, რომლებიც მათ შვილებს ეხება. ეს ყველაფერი ისტორიას ნამდვილ დრამად აქცევს.

ჰერმან კოხის რომანს 2009 წელს  ჰოლანდიის "მკითხველის პრემია" ერგო და 25 ენაზე ითარგმნა.

ცნობილია, რომ კეიტი სარეჟისორო ხელობას სიდნეის თეატრალურ სკოლაში სწავლობდა. როდის გამოვა ფილმი, ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება