ვასიკო ოდიშვილმა ტაქსისტის პროფესია შეითავსა

ვასიკო ოდიშვილმა ტაქსისტის პროფესია შეითავსა

შვებულება ვასიკო ოდიშვილმა მეუღლესთან, ქალიშვილსა და "მაესტროელებთან" ერთად თურქეთის სანაპიროზე გაატარა, თუმცა მანამდე წითელა შეხვდა და ცხრა დღე სახლში, მარტო, წოლითი რეჟიმის პირობებში მოუხდა ყოფნა. როგორც მისი მეუღლე, "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა აკობია ამბობს, "ყოველდღიური აბების" წამყვანს დღის განმავლობაში კატა უვლიდა, საღამოს - ეკა. ცოლ-ქმარს შვებულებასა და "მაესტროს" ახალ სეზონზე ვესაუბრეთ.

- შვებულება როგორ გაატარეთ?

ვასიკო:

- დაიწყო თუ არა შვებულება, წითელა დამემართა. ბოლო გადაცემა ისე ჩავწერე, წითელა მქონია და არ ვიცოდი. ეპიდემია იყო. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დამთავრდა. საავადმყოფომდე არ მომიწია მისვლამ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სეფსისის ცენტრის ექიმებს დათო გადელიასა და ლია გოლიაძეს. სახლში მიმკურნალეს.

- რამდენ ხანს იწექი?

ეკა:

- ცხრა დღე. მაგ პერიოდში ძალიან დაძაბული გრაფიკი მქონდა, დილას გავდიოდი და საღამომდე ვერ მოვდიოდი. ეს საწყალი მარტო იყო სახლში კატასთან ერთად. ჩვენი შვილი ნიცა ამ დროს აგარაკზე იყო ბებია-ბაბუასთან. წითელი ბუშტები დავუკიდე ვასიკოს ოთახში, წითელი გადასაფარებელი დავაფარე... მოკლედ, დღის განმავლობაში კატა უვლიდა ვასიკოს და საღამოს მე (იცინის).

ვასიკო:

- გამოჯანმრთელების შემდეგ ოჯახმა ორი კვირით თურქეთის ერთ-ერთ სანაპიროზე დავისვენეთ.

ეკა:

- წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. ტრადიციულად ველოდებით ხოლმე შვებულებას, რომ ვნახოთ ზღვა და მზე. მეც და ვასიკოც ზღვაზე დასვენების მოყვარულები ვართ. მთაც გვიყვარს, მაგრამ უპირატესობას მაინც ზღვას ვანიჭებთ, რადგან ზღვა გვაძლევს ძალას, რომ ერთი წელი მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ, ამიტომ სხვა ვარიანტს არც განვიხილავთ ხოლმე.

- თურქეთში ისვენებთ ყოველ წელს?

- უკვე 11 წელია. თურქეთს ამინდის გამო ვირჩევთ. სამწუხაროდ, იმდენი დრო არ გვაქვს, ცას ვუყუროთ და გამოდარებას ველოდოთ. თან გვგონია, რომ ჯობია, შვებულება გაატარო იქ, სადაც ნაცნობ სახეებს ვერ ხედავ. სასტუმროსაც ისეთს ვარჩევთ, სადაც ქართველები არ არიან, თუმცა წელს ჩვენვე ვიყავით ბევრნი. თექვსმეტი ადამიანი წავედით "მაესტროდან" . ასე რომ, საკმაოდ მხიარული არდადეგები გვქონდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია