კახა კოხრეიძე- "საჭიროა კომპანიების ინტერნაციონალიზაციის პროცესი დაიწყოს"

კახა კოხრეიძე- "საჭიროა კომპანიების ინტერნაციონალიზაციის პროცესი დაიწყოს"

საჭიროა კომპანიების ინტერნაციონალიზაციის პროცესი დაიწყოს,- ამის შესახებ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელმა პრეზიდენტმა კახა კოხრეიძემ ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

"ვფიქრობ, საჭიროა კომპანიების ინტერნაციონალიზაციის პროცესი დაიწყოს, ანუ ჩვენ ძალიან პატარა ბაზარი გვაქვს 4 მილიონი მომხმარებლის და კომპანიები მხოლოდ შიდა ბაზარზე ორიენტირებით ფართო მასშტაბებზე განვითარებას ვერ შეძლებენ", - განაცხადა კოხრეიძემ და დასძინა, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა აუცილებელია.

მისივე განცხადებით, საქართველოში მოლოდინის რეჟიმი არ არის განსაკუთრებით მცირე, საშუალო და რიგი მსხვილი ბიზნესმენების მხრიდან.

"არიან კომპანიები, რომლებიც ამ რეჟიმში რჩებიან და ისინი, ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ ლოდინი საზიანოა და ჩემი აზრით, თუ ეს ასე გაგრძელდება, მათ დიდხანს მოუწევთ ლოდინი", - განმარტავს კოხრეიძე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ