The Times-მა ბერეზოვსკის ახალი ანდერძის შინაარსი გაარკვია

The Times-მა ბერეზოვსკის ახალი ანდერძის შინაარსი გაარკვია

ლონდონში გარდაცვლილი რუსი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის ანდერძის შინაარსი გახდა ცნობილი. ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ცხრა დღით ადრე ბერეზოვსკიმ ახალი ანდერძი შეადგინა, საიდანაც პირველი და მეორე ცოლი და მეორე ცოლისგან გაჩენილი შვილები - არტემი და ანასტასია ამოიღო.

ანდერძის თანახმად, მემკვიდრეობა შემდეგნაირად გადანაწილდება: 18% ბორის ბერეზოვსკის მეგობარ ქალს - ელენა გორბუნოვას, 18%-18% -პირველი ცოლისგან ქალიშვილებს - ეკატერინასა და ელიზავეტს, 18%-18% არინს და გლებს - რომლებიც ბრეზოვსკის ელენა გორბუნოვასთან ჰყავს, 5% ბერეზოვსკის დედას ანას (იგი უკვე გარდაიცვალა და საკუთარი წილი ეკატერინას დაუტოვა), დარჩენილი 5%- ბერეზოვსკის თანაშემწეს მაიკლ კოტლიკს ერგება.

ბერეზოვსკის ქონება დაახლოებით 200 მლნ ფუნტს შეადგენს და საფრანგეთში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს, ევროპაში უძრავ ქონების აქციებს და ხელოვნების ნიმუშების კოლექციას მოიცავს.

ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების შესახებ ცნობილი 2013 წლის 23 მარტს გახდა. ოლიგარქის ცხედარი, რომელმაც თავშესაფარი დიდი ბრიტანეთში მიიღო, ლონდონის შემოგარენში, მის სახლში აღმოაჩინეს. გამოძიების წინასწარი შედეგები მოწმობს, რომ იგი გაიგუდა. ზოგიერთი ვერსიით, ბიზნესმენმა თავი მოიკლა.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა