პრინცი ჰარის შეყვარებული უყურადღებობას უჩივის

პრინცი ჰარის შეყვარებული უყურადღებობას უჩივის

პრინცი ჰარი საკუთარ საცოლეს, 24 წლის მოცეკვავე კრესიდა ბონასს ყურადღებას არ აქცევს.

წყვილი საერთო მეგობრების წრეში გამართულ გრანდიოზულ წვეულებას ესწრებოდა, მაგრამ როგორც პაპარაცები ამბობენ, კრესიდა მთელი საღამო მარტო იყო, ჰარი კი სხვა გოგონებთან ერთობოდა. შეყვარებულებმა საღამო ცალ-ცალკე გაატარეს. ფოტოგრაფებმა ვერც ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რადგანაც ჰარისა და კრესიდას ერთად არ უცეკვიათ. მარტოობით დაღლილი კრესიდა წვეულებიდან ადრე წავიდა. ჰარის გოგონა არ გაუცილებია. წვეულებას სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, პრინცესა ევგენია და ქეით მიდლტონის და, პიპაც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, კრესიდას დედა ყოფილი მოდელია, მამა კი მდიდარი ბიზნესმენი. კრესიდა ჰარის ბიძაშვილების მეგობარია და წყვილი ერთმანეთს სწორედ პრინცესა ევგენიამ გააცნო. კრესიდას მხოლოდ ტიტულოვანი კაცები იზიდავს. ჰარის გაცნობამდე გოგონას რამდენიმეწლიანი რომანი ჰქონდა კიდევ ერთ ბრიტანელ არისტოკრატთან, ჰარი დევიდთან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს