ჰემინგუეის ინტიმურ წერილს ყიდიან

ჰემინგუეის ინტიმურ წერილს ყიდიან

აშშ-ში ერნესტ ჰემინგუეის მარლენ დიტრიხისთვის 1955 წელს მიწერილ წერილს ყიდიან. დოკუმენტის გასხვისებას, რომელიც უხამს ხუმრობებს შეიცავს, 100 000 დოლარად ვარაუდობენ.

წერილში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი იყენებს მიმართვას - "Dearest Kraut", რაც ითარგმნება როგორც " ძვირფასო ფრიცო". მწერალი დიტრიხთან სცენაზე მის წარმოსახვით შეხვედრას აღწერს, ამასთან, მსახიობი მასში სრულიად შიშველი და მთვრალია, მწერალიც ტანსაცმელს იხდის და "ბერტ ლანკასტერისეულ ათლეტურ აღნაგობას" წარმოაჩენს.

როგორ მოხვდა წერილი MomentsInTime.com-ის აუქციონის სახლში, უცნობია. აუქციონის ხელმძღვანელმა ჰერი ზიმეტმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დოკუმენტი კერძო კოლექციონერმა წარმოადგინა.

ჰემინგუეიმ და დიტრიხმა ერთმანეთი 1934 წელს, ლაინერის ბორტზე გაიცნეს და მას შემდეგ აქტიური მიმოწერა ჰქონდათ. მსახიობი წერილებში ჰემინგუეის "საყვარელ მამას" უწოდებს და ირწმუნება, რომ მის ფოტოს საძინებელში ინახავს. ჰემინგუეის წერილების ნაწილი დიტრიხის ქალიშვილმა, მარია რივამ 2007 წელს კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას შესწირა.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს