იტალიაში სექსუალური დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონპროექტი მიიღეს. დებატების მსვლელობისას, კენჭისყრის წინ, რამდენიმე დეპუტატმა სექსუალური უმცირესობების სოლიდარობის ნიშნად, ერთმანეთს აკოცა.
კენჭისყრის წინ, პოლიტიკოსები ადგნენ და ხვევნა-კოცნის დემონსტრირება დაიწყეს. კანონპროექტი ქვეყანაში ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალებსა და ტრანსსექსუალებს დისკრიმინაციისგან დაიცავს.
კანონი პარლამენტის ქვედა პალატამ 354 ხმით 79 -ის წინააღმდეგ მიიღო. ახლა კანონპროექტს იტალიის სენატში უყრიან კენჭს.
მომზადებულია Lesbiru.Com-ის მიხედვით.