რო­გო­რი უნ­და იყოს სა­უზ­მე

რო­გო­რი უნ­და იყოს სა­უზ­მე

მეც­ნი­ე­რებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ დი­ლის კვე­ბა მსუ­ბუ­ქი უნ­და იყოს და რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის სა­უზ­მე და­ა­სა­ხე­ლეს. კარ­გა ხანს მი­იჩ­ნე­ო­და, რომ სა­უზ­მე ნო­ყი­ე­რი უნ­და იყოს, რად­გან ის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს ენერ­გი­ით ამა­რა­გებ­და, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოკ­ვლე­ვებ­მა ცხად­ყო, რომ ნო­ყი­ე­რი და მსუ­ყე სა­უზ­მე არათუ სა­სარ­გებ­ლო, არა­მედ მავ­ნე­ბე­ლიც კი არის, რად­გან გაცხ­ი­მოვ­ნე­ბას იწ­ვევს. მეც­ნი­ე­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, რო­მელ­შიც 1000 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა კვე­ბის რა­ცი­ონ­სა და კვე­ბის დროს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მსუ­ყე სა­უზ­მე ხელს უწყ­ობს სხე­უ­ლის მა­სის გაზ­რდა­სა და სის­ხლის წნე­ვის მო­მა­ტე­ბას. ექ­სპე­რი­მენ­ტმა ცხად­ყო, რომ მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი სა­უზ­მე კან­ქვე­შა ცხიმ­ში გა­და­დის, რად­გან დი­ლის სა­ა­თებ­ში ორ­გა­ნიზ­მში გლუ­კო­ზის შე­მად­გენ­ლო­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლი­ა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­დი­კო­სე­ბი გვირ­ჩე­ვენ, დი­ლით მსუ­ბუ­ქად ვი­სა­უზ­მოთ.

ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, სა­უზ­მე­ზე ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ერ­ბოკ­ვერ­ცხი­ა. კვერ­ცხი დი­ე­ტუ­რი პრო­დუქ­ტია და დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით პრო­ტე­ი­ნებს, ვი­ტა­მი­ნებ­სა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტებს შე­ი­ცავს, რაც პირ­ველ რიგ­ში, გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს.

ბრი­ტა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი კი სა­უ­კე­თე­სო სა­უზ­მედ წვნი­ანს მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან კერ­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც სითხ­ეს შე­ი­ცა­ვს, სწრა­ფად ამა­რა­გე­ბს ორ­გა­ნიზმს სა­ჭი­რო მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით. ასე­თი კერ­ძი და­გა­ნაყ­რებთ და იმავ­დრო­უ­ლად ნაკ­ლებ კა­ლო­რი­უ­ლი­ცა­ა.

დი­ლით ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი იო­გურ­ტი, მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი, მაგ­რამ ვი­საც დი­ლით წვნი­ა­ნის ჭა­მა არ შე­უძ­ლი­ა, მე­დი­კო­სე­ბი სხვა კერ­ძებს სთა­ვა­ზო­ბენ, მა­გა­ლი­თად, შვრი­ის ფა­ფას, რო­მელ­შიც, თუ გნე­ბავთ, ერ­თი ჩა­ის კოვ­ზი თაფ­ლი ჩა­უ­მა­ტეთ.

კვერ­ცხი ან ომ­ლე­ტი, რო­მელ­საც მწვა­ნილს ან რო­მე­ლი­მე ბოს­ტნე­ულს უმა­ტე­ბენ.

შვრი­ის ფა­ფა, რო­მელ­შიც "ბლენ­დერ­ში" სხვა­დას­ხვა ხი­ლი (ვაშ­ლი, ალუ­ბა­ლი, გარ­გა­რი) უნ­და გა­უ­რი­ოთ. სა­უზ­მე­ზე კარ­გია ხი­ლის და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი სა­ლა­თა, რო­მელ­შიც ლი­მო­ნის წვე­ნი­სა და იო­გურ­ტის ჩა­მა­ტე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. სა­სურ­ვე­ლია ისე­თი ხი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა ნეს­ვი, ვაშ­ლი, ბა­ნა­ნი, მსხა­ლი.

კი­დევ ერ­თი მსუ­ბუ­ქი სა­უზ­მე შედ­გე­ბა ხა­ჭო­სა და ხი­ლი­სა­გან - ციტ­რუ­სე­ბი, ვაშ­ლი და კენ­კრო­ვა­ნი.

წი­წი­ბუ­რას ფა­ფა რძით - ასე­თი სა­უზ­მე მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ცი­ლებ­სა და სა­სარ­გებ­ლო მიკ­რო­ე­ლე­მე­ნტებს შე­ი­ცავს.

სა­სარ­გებ­ლო და გემ­რი­ე­ლია აგ­რეთ­ვე კი­დევ ერ­თი მსუ­ბუ­ქი სა­უზ­მე - გა­ხე­ხეთ ნა­ხე­ვა­რი ბა­ნა­ნი და ნა­ხე­ვა­რი ვაშ­ლი, და­უ­მა­ტეთ ერ­თი კოვ­ზი შვრი­ა. ასეთ ნა­რევს შე­გიძ­ლი­ათ 200-250 გრა­მი კე­ფი­რი და­ას­ხათ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია