"გოჩა ჩერტკოევი უკვე ამ შოუს ნაწილია და 27 სექტემბერს თბილისში იქნება"

"გოჩა ჩერტკოევი უკვე ამ შოუს ნაწილია და 27 სექტემბერს თბილისში იქნება"

პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჟიურის წევრი კვლავაც გოჩა ჩერტკოევი იქნება. ჟიურის შემადგენლობა უკვე სრულად დაკომპლექტდა. ჯგუფი უმეტესად უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველებისგან შეიკრა: საოპერო მომღერალი - ნინო სურგულაძე, ცნობილი ბალერონი - ნიკოლოზ ცისკარიძე, სამეჯლისო ცეკვების სპეციალისტი - გოჩა ჩერტკოევი...

როგორც გვითხრეს, ბატონი გოჩა, შოუსთვის საქართველოში 27 სექტემბერს ჩამოვა. მას აქ სამი თვის განმავლობაში მოუწევს ყოფნა და საზოგადოებას, ალბათ, კვლავაც გააოცებს თავისი კოლორიტული მეტყველებითა და გარეგნობით. როგორც პროექტის პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე ამბობს, გოჩას გარეშე საქართველოში ეს შოუ უკვე წარმოუდგენელია, ის ამ პროექტის ნაწილია და მაყურებელს III სეზონზეც კომპეტენტური ჟიურის წევრის ამპლუაში მოევლინება.

ლალი ფაცია

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება