ამერიკელი სენატორი 21-საათიანი სიტყვით გამოვიდა

ამერიკელი სენატორი 21-საათიანი სიტყვით გამოვიდა

ტეხასის შტატის რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში სიტყვით გამოვიდა, რომელიც 21 საათი და 19 წუთი გაგრძელდა. პოლიტიკოსის გამოსვლა ჯანდაცვის რეფორმის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელსაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა ატარებს.

გამოსვლის დროს კრუზი ირწმუნებოდა, რომ 2010 წელს დაწყებული რეფორმა "არ მუშაობს" და ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს. 42 წლის სენატორმა ლაპარაკი 24 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 14:41 სთ-ზე დაიწყო, მან თავიდანვე განაცხადა, რომ გამოსვლას, სანამ ფეხზე დგომას შეძლებდა, გააგრძელებდა.

თანამოაზრეები კოლეგას პერიოდულად ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდნენ - საუბარს საკუთარი რეპლიკებით აწყვეტინებდნენ.

დრო რომ გაეყვანა, კრუზი მთავარ თემას უხვევდა: იგი აშშ-ში კუბიდან ჩასული მამის რთულ ცხოვრებას იხსენებდა და ცოლის ვეგეტარიანელი ნათესავების გარემოცვაში შობის აღნიშვნის სირთულეებზე საუბრობდა.

ამ საქციელით სენატორი ცდილობდა წარმომადგენლობითი პალატის დამტკიცებული კანონპროექტის (რომელიც ჯანდაცვის რეფორმის დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს) სენატში კენჭისყრა შეეფერხებინა.

მსგავს პრაქტიკას -  გაწელილი სიტყვით ამერიკული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ხელის შეშლას "ფილიბასტერი" ჰქვია და მას უმცირესობის წარმომადგენლები იყენებენ.

შედეგად, კანონის განხილვა სენატში მაინც დემოკრატების გეგმით გაგრძელდება.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა