მარიამ კოჩალაძის დედა: "მარიამის სისხლი მკვლელს პატარა ბოთლში ჰქონდა და საზღვარზე გადაიტანა"

მარიამ კოჩალაძის დედა: "მარიამის სისხლი მკვლელს პატარა ბოთლში ჰქონდა და საზღვარზე გადაიტანა"

ორი თვის წინ ბათუმის ახალ ბულვარში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალაძის ოჯახს გამოსახლება ემუქრება. გოგონას დედა, ჟუჟუნა კოჩალაძე ინტერვიუში ოჯახის გასაჭირის შესახებ ყვება და მარიამის მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზეც საუბრობს.

ჟუჟუნა კოჩალაძე:

- სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, რძის პროდუქტებს ვაწარმოებდით. ახლა სადაც ვართ შესახლებული, ამ ფართში გვქონდა ის პატარა ბიზნესი. შემდეგ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, ვეღარ მოვახერხეთ წარმოების გაგრძელება, ვერც კრედიტი გადავიხადეთ და 2012 წლის დეკემბერში ბინაც და ის ნაყიდიც დავკარგეთ. ამიტომ, აქ შემოვსახლდით, სხვაგან წასასვლელი არ გვქონდა.

მთავრობას ვთხოვ, რომ ეს ფართი მომცეს, ობოლი შვილიშვილები მყავს, 9-სულიანი ოჯახით სად წავიდე, რა ვქნა?! ვერ გამოვალ აქედან. მოვკვდები მაშინ და ისე გამასვენონ. არსად წასასვლელი არ მაქვს. ყველაფერი გავყიდე, თუ რამე ფასიანი გვებადა. სად წავიდე?! ვერსად ვერ წავალ...

- თუ მიმართეთ ვინმეს დახმარებისთვის?

- დღისით, მზისით 7-ის ნახევარზე შვილი მომიკლეს. შვილი, რომლის იმედიც მქონდა. ასეთი გოგო ასეთი სიკვდილით მომიკლეს... დამიკლეს შვილი. იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ ვერ დაიცვა ჩემი მარიამი. სამყაროში იდეალური ხომ არაფერი არ არსებობს? - ეს ბავშვი იყო იდეალური, რომელიც სახელმწიფომ ვერ შემინახა და ვერ დამიცვა. ჩემთან ვალშია სახელმწიფო და ამ ფართიდან მაინც არ უნდა გამასახლოს. ვიცი, არაა სწორი, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ რა ვქნა, სად წავიდე 9 სულიანი ოჯახით?! მარიამი არ გაცოცხლდება, მაგრამ მისი დედმამიშვილები ქუჩაში იყვნენ?

ახლა სადაც ვარ, ჯავახიშვილის #72-ში ერთსართულიანი ძველი ნაგებობაა. ბოსელი იყო. მე გავაკეთე, მოვაწესრიგე და ისე შევედი. ეს მომცენ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს არ ვითხოვ. პერიფერიაშია და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენს. რას ვითხოვ ისეთს?!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ