თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომის დასაწყისში, საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული პროგრამებისთვის ბიუჯეტის შემცირებაზე ხმა მიცემული აქვს საკრებულოს უმცირესობასაც. კერძოდ, მან დაასახელა, მამუკა ახვლედიანი, ქეთი ქოჩორაშვილი და უმცირესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატი.

მამუკა ახვლედიანი საკრებულოს წინ, ამხანაგობების თავმჯდომარეების აქციაზე იმყოფებოდა. ის მოგვიანებით შეუერთდა საკრებულოს სხდომას. ახვლედიანს დარბაზში შესვლისთანავე ირაკლი შიხიაშვილმა მიმართა, რომ ბინათმშენებელობების ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული პროგრამებისთვის თანხების შემცირებაზე მასაც აქვს ხმა მიცემული.

მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საჭიროა უახლოეს დღეებში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგეს, სადაც ამხანაგობების პროგრამებისათვის დამატებითი თანხების მოძიებაზე იმსჯელებენ. ამ საკითხს კამათი მოჰყვა, რომელშიც უმცირესობის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" თამაზ შოშიაშვილი და სხვა დეპუტატები ჩაერთნენ.

უმრავლესობის წარმომადგენელის ბესარიონ ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა "რასაც აშენებდა, სისხლით აშენებდა". ამ რეპლიკას უმცირესობიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, რაც ხმაურში გადაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა