"საფ­რთხე ყვე­ლა მგზავრს ექ­მნე­ბა"

"საფ­რთხე ყვე­ლა მგზავრს ექ­მნე­ბა"

ვი­საც ჩა­ხუ­თუ­ლი და ხალ­ხით გა­ძეძ­გი­ლი ე.წ. მარ­შრუტ­კით უმ­გზავ­რი­ა, ალ­ბათ დაგ­ვე­თან­ხმე­ბა, რომ ასე­თი მგზავ­რო­ბა ნამ­დვი­ლად არ შეჰ­ფე­რის ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რობს. ფაქ­ტი­ა, რომ ამ სფე­რო­ში ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი და ამას არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარ­ყოფს. ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ხრეა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე ისეთი შე­კითხ­ვა და­ვუს­ვით, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს აწუ­ხებს.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, რა­ტომ ვერ ვმგზავ­რობთ კომ­ფორ­ტუ­ლად იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სო­ლი­დურ თან­ხას ვიხ­დით?

- მო­დით, ჯერ სა­ქა­ლაქ­თა­შო­რი­სო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით და­ვიწყ­ოთ, რომ­ლებ­საც მგზავ­რე­ბი საკ­მაო მან­ძილ­ზე - ერ­თი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე­ში გა­დაჰ­ყავთ: ეს არის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლია ტვირ­თის სა­ზი­და­ვად და არა სამ­გზავ­როდ. ეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი გა­და­კე­თე­ბუ­ლია და მათ­ში კუს­ტა­რუ­ლი სკა­მე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი. იქ კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მაც არას­წო­რად არის და­ყე­ნე­ბუ­ლი, სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ან სა­ერ­თოდ არ არის. ასე­ვე არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ავა­რი­უ­ლი გა­სას­ვლე­ლე­ბი და რაც მთა­ვა­რი­ა, დარ­ღვე­უ­ლია მან­ძი­ლი სკა­მის სა­ზურ­გე­ებს შო­რის, რაც ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით არის დად­გე­ნი­ლი და 65 სან­ტი­მეტ­რი უნ­და იყოს. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში და­მა­ტე­ბუ­ლია ზედ­მე­ტი სკა­მე­ბი, რათა უფ­რო მე­ტი მგზავ­რი გა­და­იყ­ვა­ნონ, თა­ნაც, მათ შო­რის მან­ძი­ლი იმ­დე­ნად მცი­რე­ა, რომ მუხ­ლის გა­მარ­თვა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი რა­ი­მეს რომ და­ე­ჯა­ხოს, თით­ქმის ყვე­ლა მგზავრს წვი­ვის ძვლე­ბი გა­და­ემ­ტვრე­ვა, გარ­და ამი­სა, მგზავ­რე­ბის სიმ­რავ­ლე ბევრ სხვა და­ზი­ა­ნე­ბა­საც გა­მო­იწ­ვევს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მა­ა. ვი­საც ასე­თი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით უმ­გზავ­რი­ა, და­მი­დას­ტურ­ებს, რომ არც ერთ მათ­გან­ში სტან­დარ­ტე­ბი და­ცუ­ლი არ არის, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმ საფ­რთხე­ზე, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ მგზავრს ექ­მნე­ბა. აქ კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა უნ­და ვახ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც ჩვენს გზებ­ზე ქა­ო­სის მი­ზე­ზი ხდე­ბა: თავ­და­პირ­ვე­ლად მძღო­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ რაც შე­იძ­ლე­ბა ნე­ლა ია­რონ, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ხალ­ხით გა­ავ­სონ, ხო­ლო შემ­დეგ ცდი­ლო­ბენ და­კარ­გუ­ლი დრო აი­ნაზღ­უ­ა­რონ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩქა­რა მი­დი­ან. ეს პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იც­ვლე­ბა.

- არა­ნაკ­ლებ სცო­და­ვენ დე­და­ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ვი ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბი...

- დე­და­ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ვი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით შე­და­რე­ბით უფ­რო გა­მარ­თუ­ლი­ა, თუმ­ცა, მძღო­ლებს არ აძ­ლე­ვენ საკ­მა­რის თან­ხას, რომ გა­ბე­დუ­ლად ხარ­ჯონ საწ­ვა­ვი, ამი­ტომ ისი­ნი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩარ­თვას ზაფ­ხუ­ლის პა­პა­ნა­ქე­ბა სიცხ­ე­შიც კი ერი­დე­ბი­ან. მე­ო­რე პრობ­ლე­მაა ის, რომ მგზავ­რე­ბი ფეხ­ზე დგა­ნან, არ შე­იძ­ლე­ბა მძღოლს გა­და­ჭე­რი­ლი ჰქონ­დეს უსაფ­რთხო­ე­ბის ქა­მა­რი, თვი­თონ და­ცუ­ლი იყოს და მის უკან ადა­მი­ა­ნე­ბი ფეხ­ზე იდ­გნენ. ის 8-10 ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სში ფეხ­ზე დგას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უც­ვე­ლი­ა.

- უცხ­ო­ეთ­ში ცალ­კე მო­ნაკ­ვე­თია გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის. ჩვენ­თან თუ შე­იძ­ლე­ბა მო­ხერ­ხდეს მსგავ­სი რამ?

- ასე­თი მო­ნაკ­ვე­თე­ბი მარ­თლაც არ­სე­ბობს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და მეც მი­ნა­ხავს სტამ­ბო­ლის ქუ­ჩებ­ში - იქ ცალ­კე ზო­ლია გა­მო­ყო­ფი­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სათ­ვის. მაგ­რამ ეს უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თა­ვი­დან­ვე - მა­შინ, რო­დე­საც ქა­ლა­ქის და­გეგ­მა­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გზე­ბი ისეა და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი, რომ ცალ­კე ზო­ლის გა­მო­ყო­ფა ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. თუ ასეთ ზოლს გა­მოვ­ყოფთ, მა­შინ და­ნარ­ჩე­ნი ტრან­სპორ­ტი გა­ი­ჭე­დე­ბა და სა­ში­ნე­ლი სა­ცო­ბე­ბი შე­იქ­მნე­ბა.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, პარ­ლა­მენ­ტში თუ მსჯე­ლობთ ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე?

- ჩვე­ნი ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი" სა­გან­გე­ბოდ გა­ნი­ხი­ლავს ამ პრობ­ლე­მებს. რა თქმა უნ­და, კა­ნონ­ში შეს­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცუ­დი ის არის, რომ არ­სე­ბულ კა­ნონ­საც არ იცა­ვენ. ამ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­ნახ­ლე­ბულ კა­ნონს მი­ვი­ღებთ. სე­რი­ო­ზუ­ლად ვმუ­შა­ობთ ტრან­სპორ­ტის უსაფ­რთხო­ე­ბის წე­სებ­ზე, რა­თა და­ვიც­ვათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლოც აღი­ა­რებს. დღეს ჩვენს გზებს რა­და­რე­ბიც აკონ­ტრო­ლებს, სა­მარ­თალ­დამ­რღვევ მძღო­ლებს პატ­რუ­ლიც აჩე­რებს, რაც ძა­ლი­ან კარ­გი­ა. ჩე­მი აზ­რით, გზებ­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი კონ­ტრო­ლი უნ­და იყოს, მაგ­რამ მე არა ვარ მომ­ხრე ხე­ლოვ­ნუ­რი აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შეზღ­უდ­ვე­ბი­სა. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის შე­სას­წავ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი უნ­და ვი­ღო­ნოთ, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფ­რთხო­ე­ბაც და­ცუ­ლი იყოს და ამა­ვე დროს, სა­ხელ­მწი­ფო არ ზღუ­დავ­დეს პა­ტი­ო­სან მძღო­ლებს, რომ­ლე­ბიც დად­გე­ნილ წე­სებ­სა და სტან­დარ­ტებს არ არ­ღვე­ვენ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია