ბარაქ ობამასა და ჰასან როჰანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბარაქ ობამასა და ჰასან როჰანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რაც ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარია 1979 წლის შემდეგ. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.

"ეს-ესაა ტელეფონით ვესაუბრე ირანის პრეზიდენტს. საუბრის დროს ჩვენი ქვეყნების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები განვიხილეთ, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ გზაზე არსებული დაბრკოლებებისა, ერთობლივად შესაძლებელია ამ საკითხში წარმატების მიღწევა.

ამასთან, ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის განცხადებით, ირანი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს "ექვსეულთან". იგი იმედოვნებს, რომ ბირთვულ პროგრამაზე დიალოგი უახლოეს ხანებში გამოიღებს დადებით შედეგებს.

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა