კეტი პერი ფსიქიკური აშლილობით იტანჯება

კეტი პერი ფსიქიკური აშლილობით იტანჯება

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, კეტი პერი აღიარებს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს. მომღერალი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით იტანჯება, რაც აკვიატებულ აზრებში გამოიხატება.

როგორც კეტი პერიმ რადიოსადგურ Z100-ს განუცხადა, ამ დიაგნოზით აიხსნება მისი ისტერიული მიდრეკილება ანბანური სიზუსტისა და მიკრობების გამანადგურებელი ჰიგიენური რიტუალებისადმი.

პირდაპირ ეთერში პერიმ ფსიქიკურ პრობლემებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სიტყვა კინომაგნატ ჰოვარდ ჰიუზზე ჩამოვარდა.

"მეც ჰიუზივით ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მაწუხებს. ამიტომ ნივთებს ყოველთვის ანბანური წესრიგით ვალაგებ" - განაცხადა კეტიმ.

ობსესია არის აკვიატებული აზრი, რომელიც ინდივიდის ნების მიუხედავად აღმოცენდება. ეს უკანასკნელი იწვევს ძლიერ შფოთვას, რის შესამცირებლადაც ადამიანი ხშირად ასევე აკვიატებულ იმპულსებს მიმართავს.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია სხვისთვის ტკივილის მიყენების შიში, საკუთარი თავის დაზიანების შიში; დაბინძურების შიში; სიზუსტისა და სიმეტრიის მოთხოვნილება; შეცდომის დაშვების შიში; მიუღებლად მოქცევის შიში და ა.შ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება