"ალ ქაიდამ" "ტვიტერში" ოფიციალური გვერდი გახსნა

"ალ ქაიდამ" "ტვიტერში" ოფიციალური გვერდი გახსნა

ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ალ ქაიდამ" "ტვიტერში" ოფიციალური გვერდი გახსნა. რამდენიმე დღეში გვერდს 1000-ზე მეტი მიმდევარი გაუჩნდა. ზოგიერთი პოსტი ინგლისურ ენაზეც გადათარგმნეს.

"ძვირფასო ძმებო, მოჯაჰედები დღეს დიდ განსაცდელში არიან", - ასეთი შინაარსისაა ერთ-ერთი პოსტი.

"ტვიტერის" ადმინისტრაციამ ტერორისტული ორგანიზაციის გვერდი დარეგისტრირებიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ დაბლოკა.

"ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ. უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, მომხმარებელთა მონაცემებს არ გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა სოციალური ქსელის წარმომადგენელმა.

მომზადებულია washingtontimes.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა