"გაუმარჯოს რუსეთს", "გაუმარჯოს ბურჯანაძის გამარჯვებას" - შეხვედრა ახმეტაში

"გაუმარჯოს რუსეთს", "გაუმარჯოს ბურჯანაძის გამარჯვებას" - შეხვედრა ახმეტაში

"ევროპასაც ვენაცვალე, ყველაფერს, მაგრამ რუსეთი მაინც რუსეთია. გაუმარჯოს რუსეთს", "ქუდზე კაცი მივიდეთ და გავამარჯვებინოთ ქალბატონ ნინოს პრეზიდენტად", - ამ განცხადებებით და ოვაციებით დახვდნენ პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს ახმეტაში. ბურჯანაძის ამომრჩეველთან შეხვედრას პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ქისტებიც დაესწრნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" მანდატები საჯაროდ დახიეს და ბურჯანაძის შტაბში გადავიდნენ.

"მთელი ევროპა, მთელი ამერიკა რუსეთს ქედს უხრის. ჩვენ ვინ ვართ? ნუ გადავეკიდებით ეგრე, ასე ომით და რაკეტებით ვერაფერს გავხდებით. მოდი, ვიმეგობროთ, შევრიგდეთ. თქვენ თუ რუსეთთან შეგვარიგებთ, როგორც ადრე იყო, მაშინ მართლა მაგარი საქართველო აშენდება. რუსეთმა გადაგვარჩინა ჩვენ, 1783–86 წლებში", - მიმართა ნინო ბურჯანაძეს ერთ-ერთმა ამომრჩეველმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა