ირაკლი ღარიბაშვილი - "ჯიჰადის" სახელით გავრცელებული ვიდეოს საქმე ერთი თვეა, გახსნილია

ირაკლი ღარიბაშვილი - "ჯიჰადის" სახელით გავრცელებული ვიდეოს საქმე ერთი თვეა, გახსნილია

"ჯიჰადის" სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმე გახსნილია, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისი თქმით, ეს საქმე გამოძიებულია და გახსნილია უკვე, ერთი თვეა.

"ამ საკითხზე ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხუთშაბათს გაიმართება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, პირს, რომელმაც ჯიჰადის სახელით ვიდეოები გაავრცელა, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ჯიჰადის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმე უკვე გახსნილია. დადგენილია ისიც, ვინც ეს ჩაიდინა და სასამართლოს მეშვეობით  პატიმრობა უკვე შეეფარდა", - აღნიშნა გიორგობიანმა. მისივე განმარტებით, საქმე დიდი ხანია, გახსნილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 6 ივნისს, Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.

იხილეთ ვიდეო: თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება? - შოკისმომგვრელი ვიდეო YouTube-იდან

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ