რაში აქვს აღებული 42 მედალი ახალ "მის იუნიორს"

რაში აქვს აღებული 42 მედალი ახალ "მის იუნიორს"

16 სექტემბერს გრიგოლეთში "მის იუნიორი" უკვე მეექვსედ ჩატარდა და გამარჯვებული, 15 წლის გაბრიელა ხვედელიძე გამოავლინა. გაბრიელა ტანმოვარჯიშეა და უამრავი მედლის მფლობელი გახლავთ.

"სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდებოდი პირველ ადგილს. ყველა გოგონას გაუხარდა, არ ველოდებოდი ასეთ რეაქციას, რადგან სპორტში ასე არ ხდება. ძალიან დიდი კონკურენციაა და შენი გამარჯვება ყველას არ უხარია. სილამაზის კონკურსზე კი ყველა მგულშემატკივრობდა. მონაწილე გოგონები ძალიან მომეწონა. რაც შეეხება თავად კონკურსს, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სხვა კონკურსებშიც", - განუცხადა ჟურნალ "რეიტინგს" გამარჯვებულმა.

გაბრიელას მხატვრული ტანვარჯიშის სხვადასხვა შეჯიბრზე 42 მედალი აქვს მოპოვებული, მათ შორის ერთ-ერთი მედალი, როგორც ყველაზე ლამაზმა ტანმოვარჯიშემ მიიღო.

"5 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მხატვრულ ტანვარჯიშზე მიმიყვანა, თავადაც ვარჯიშობდა და მის გზას ვაგრძელებ. 42 მედალის მფლობელი ვარ. 2012 წელს რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდში ტარდებოდა ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში. ძალიან მაღალი დონის შეჯიბრება იყო და უკრაინასა და აზერბაიჯანს საკმაოდ ძლიერ კონკურენციას ვუწევდით, როგორც გუნდმა, მესამე ადგილი დავიკავეთ. ასევე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გავხდი.

ყოველ წელს რუსეთში ტარდება შეჯიბრება "მის ვალენტინა", იქ მეოთხე ადგილზე გავედი, მაგრამ მომცეს ნომინაცია და "მის ვალენტინა" გავხდი. ათასი მხატვრული ტანმოვარჯიშიდან საქართველო გამოარჩიეს. ამ ტიტულს აძლევენ ყველაზე ლამაზ ტანმოვარჯიშეს და მის მინიჭებას ჟიური წყვეტს. "მის ვალენტინას" უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ხიბლი, გამოსვლისას უნდა ჩანდეს ღიმილიც, ემოციაც, კარგად უნდა გადმოსცე, რასაც ასრულებ. ვიყავი ასევე მსოფლიო თასზეც. როდესაც ჩემი გამოსვლის დრო დადგა, წამყვანებმა ჩემ შესახებ ინფორმაცია გამოაცხადეს, მათ შორის რამდენი შეჯიბრების გამარჯვებული გახლდით. მას შემდეგ, რაც გამოსვლა დასრულდა, თქვეს, საქართველოდან როგორი ლამაზი გოგონა გამოდის და რა გემოვნებიანი კაბა აცვიაო", - აღნიშნა გაბრიელამ.

როგორც "მის იუნიორის" ორგანიზატორი მაია ზაალიშვილი ამბობს, გაბრიელა ერთ წელიწადს მოემზადება და შემდეგ რომელიმე საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია