რა ასაკშია ქალი ყველაზე ლამაზი?

რა ასაკშია ქალი ყველაზე ლამაზი?

რა ითვლება ქალში ყველაზე მიმზიდველად? დიდ ბრიტანეთში გამოკითხვა ჩატარდა, მასში მონაწილეობა 2000-მა ადამიანმა მიიღო.

მამაკაცების 70%-მა განაცხადა, რომ პრინციპული ფაქტორი, რის გამოც ქალი მამაკაცისთვის სასურველი ხდება, თავდაჯერებულობაა. 67% ფიქრობს, რომ გარეგნობა თავდაჯერებულობაზე მნიშვნელოვანია. 47% -მა ქალში სტილის შეგრძნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

რაც შეეხება გამოკითხულ ქალებს, გამოკითხულთა 2/3-მა აღიარა, რომ სილამაზე ასაკთან ერთად მოდის. 50%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ წლებთან ერთად მათ შეძლეს მოზარდთა ასაკთან დაკავშირებული კომპლექსებთან გამკლავება და ახლა თავს გაცილებით თავდაჯერებულად და მომხიბვლელად გრძნობენ. ქალთა 55% ამბობს, რომ მხოლოდ ასაკის მატებასთან ერთად დაიწყეს მაკიაჟის ხელოვნებაში უკეთ გარკვევა.

მიღებული შედეგების გაანალიზებით, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალური მიმზიდველობის ასაკი 31 წელია. ეს ის დროა, როდესაც ქალი ლამაზიც არის და თავდაჯერებულიც.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: 5 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები გაურბიან

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს