მიხეილ სააკაშვილს ანაკლიაში მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დახვდნენ

მიხეილ სააკაშვილს ანაკლიაში მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დახვდნენ

ხმაური ანაკლიაში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ანაკლიაში ორი აქცია გაიმართა, ერთი პრეზიდენტის მხარდამჭერი , ხოლო მეორე - "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას მიერ ორგანიზებული.

კახა მიქაია პრეზიდენტის ჩასვლას აპროტესტებდა ანაკლიაში და აცხადებდა, რომ სააკაშვილს არ აქვს მორალური უფლება, ჩავიდეს სამეგრელოში.

"ის არის მამაკაცების გამაუპატიურებელი და სწორედ აქ იყო ის სამალავები, სადაც მიმდინარეობდა ადამიანების გაუპატიურება",-აღნიშნა მიქაიამ.

რაც შეეხება მეორე აქციას, ანაკლიაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. ისინი აცხადებდნენ, რომ ანაკლია მას შემდეგ გახდა ისეთი, როგორიც არის დღეს, რაც მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი; მას აქვს უფლება, ჩამოვიდეს ანაკლიაში, თავის მიერ აშენებულ ტერიტორიაზე.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა ის ტერიტორია, სადაც პორტი უნდა აშენდეს და განაცხადა, რომ ამ ადგილას აუცილებლად აშენდება პორტი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა