კეიტ უინსლეტი: "არ მაინტერესებს, რამდენად გასუქდა ჩემი უკანალი"

კეიტ უინსლეტი: "არ მაინტერესებს, რამდენად გასუქდა ჩემი უკანალი"

მსახიობი კეიტ უინსლეტი ყოველთვის სავსე ფორმებით გამოირჩეოდა და რეჟისორები ხშირად თხოვდნენ, წონაში რამდენიმე კილო მაინც დაეკლო.

თუმცა, კეიტი ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ ძალიან გამხდარი გოგონების დანახვა არ სიამოვნებს. მას ძალიან ეცოდება ის ქალები, რომლებიც ყველა ხერხით ცდილობენ წონაში დაიკლონ და მკაცრ დიეტას იცავენ. მისი თქმით, ამ ცხოვრებაში გაცილებით მეტი პრობლემა, ან უფრო მეტი საინტერესო თემაა, ვიდრე ცელულიტზე დარდი და წონის გამო ტირილი.

"ეს თემა საერთოდ არ მადარდებს. არ ვაპირებ დღეები იმაზე ფიქრში გავატარო, როგორ გავსუქდი, ან რა ზომაა ჩემი უკანალი. ჩემს ცხოვრებაში ბრტყელ მუცელზე უფრო საინტერესო პრიორიტეტებიც არსებობს. ცუდად არ გამიგოთ, ჩემი განცხადება იმას არ ნიშნავს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არ მიყვარს. თუმცა, ხილს, ან ბოსტნეულს იმის გამო არ უნდა ჭამდეთ, რომ გამხდრები იყოთ. როდესაც ოჯახზე მეკითხებიან, ყოველთვის ჩემი მშობლები მახსენდება. ისინი 40 წელი ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებიან. სახლში ყოველთვის მეგობრული გარემო იყო", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია Time Out-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება