გიორგი ღვინიაშვილი: "რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იხ­სნე­ბა"

გიორგი ღვინიაშვილი: "რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იხ­სნე­ბა"

ერ­თი წლის წინ, 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, ქვე­ყა­ნა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის და­ღუპ­ვის ამ­ბავ­მა შეძ­რა. კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გურ­ჯა­ა­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტმა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლმა მაშინ განაცხადა: - მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, სირ­ცხვი­ლია, ხალ­ხო, ნუ "გა­აპ­რა­ვებთ" ამ სა­ძაგ­ლებს, 9 თვის ბავ­შვი მოკ­ლეს, გეს­მით, თქვენ? სა­ქარ­თვე­ლო, გა­იღ­ვი­ძე, ნუ დად­გე­ბით ამ მხე­ცე­ბის გვერ­დით, და­ა­კა­ვეთ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, მკვლე­ლი, რო­მელ­მაც ბევ­რი მოკ­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ეს უნ­და იყოს უკა­ნას­კნე­ლი". მომ­ხდა­რი­დან ერ­თი წე­ლი გა­ვი­და, თუმ­ცა საქ­მე ჯე­რაც გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი­ა. კითხ­ვე­ბი და ეჭ­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას კვლა­ვაც აწუ­ხებს. რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და ასე საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბ­ა? - თა­ვის მო­საზ­რე­ბას პარ­ლა­მენ­ტა­რი გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი გვი­ზი­ა­რებს, რო­მე­ლიც მომ­ხდარ­ში ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს:

- ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ამ ქვეყ­ანა­ში თუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს, იმათ­გან უპირ­ვე­ლე­სი მე ვარ, რად­გან მარ­თლაც ჩე­მი გვარ­-სა­ხე­ლი აბ­რუ­ნეს წაღ­მა­-უ­კუღ­მა და სცა­დეს ამო­ეს­ვა­რათ ლაფ­ში. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რმა დე­პუ­ტატ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა პირ­და­პირ დამ­დო ბრა­ლი ამ სა­ში­ნე­ლე­ბის ჩა­დე­ნა­ში, რის მე­რეც სინ­დისს იმ­დე­ნა­დაც კი არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ა, რომ ბო­დი­ში მა­ინც მო­ე­ხა­და. მო­კა­ლა­თე­ბუ­ლა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის სა­ვარ­ძელ­ში და სულ არ ახ­სოვს რა­ფა­ლი­ან­ცე­ბი. წე­ლი­წა­დი გა­ვი­და ამ ტრა­გი­კუ­ლი საქ­მი­დან და ჯე­რაც არა­ფე­რია გარ­კვე­უ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვად მიმ­ტკიც­დე­ბა ეჭ­ვი, რომ ამ საქ­მის გახ­სნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხელს არ აძლევს. ეს სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" იმ­ჟა­მინ­დელ­მა აქ­ტივის­ტებ­მა, დღეს კი უკ­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნეს. ეს მარ­ტო მე არ შე­მე­ხე­ბა, ვგუ­ლის­ხმობ მთელ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". გა­მო­დი­ოდ­ნენ და ისე ხა­ტავ­დნენ სუ­რათს, თითქოს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ბავ­შვებს იტა­ცებ­დნენ და ახ­რჩობ­დნენ. ამ გან­წყო­ბით მი­იყ­ვა­ნეს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ის­მის კითხ­ვა, თუ ჩვენ ასე­თი კა­ცი­ჭა­მი­ე­ბი ვართ, რა­ტომ არ გვი­ჭე­რენ?! თუ მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პი­ა­რის­თვის გა­მო­იყე­ნეს სხვი­სი უბე­დუ­რე­ბა, თან რო­გო­რი უბე­დუ­რე­ბა, - ეს ხომ რი­გი­თი ტრა­გე­დია არ არის, საქ­მე ეხე­ბა ცხრა თვის ბავშვს, მა­შინ ეყოთ გამ­ბე­და­ო­ბა და ესეც აღი­ა­რონ ხმა­მაღ­ლა. ყვე­ლა ვხე­დავთ, წლე­ბის წინ მომ­ხდარს რო­გო­რი ინ­ტე­რე­სით იძი­ე­ბენ, ხან ვის იჭე­რენ და ხან ვის, ეს ერ­თი საქ­მე რა გახ­და?! მთე­ლი წე­ლი­წა­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­გან ვის­მენ­დით, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მა­ლე დას­რულ­დე­ბო­და, მაგ­რამ ჯე­რაც არა­ფე­რია გარ­კვე­უ­ლი. უკ­ვე და­ბე­ჯი­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იხ­სნე­ბა. არ უნდათ იმის ხმა­მაღ­ლა თქმა, რომ ტრა­გე­დია სა­არ­ჩევ­ნო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს. უკ­ვე იმის თქმაც შე­იძ­ლე­ბა რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ამ საქ­მეს, ალბათ ნა­თე­ლი აღარც მო­ე­ფი­ნე­ბა.

- არ­ჩევ­ნე­ბი­დან თით­ქმის ერ­თი თვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რ მოძ­რა­ო­ბას" კვლა­ვაც ჰქონ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა საქ­მის ცხელ კვალ­ზე გახ­სნა?

- ასე და­ბე­ჯი­თე­ბით იმის თქმა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბას კი­დევ ერ­თი თვე ვფლობ­დით და გა­მო­ძი­ე­ბა ჩვენს ხელთ იყო, არას­წო­რი­ა. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­და, ჩვენ ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ვა­ბა­რეთ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ