რა­ტომ აკა­ნო­ნე­ბენ რე­ი­დებს

რა­ტომ აკა­ნო­ნე­ბენ რე­ი­დებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და და პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გი­ნა "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ნონ­პრო­ექ­ტი. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით. კა­ნონ­პრო­ექ­ტში მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი - თუ რა შემ­თხვე­ვა­სა და გა­რე­მო­ე­ბა­ში შე­უძ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცველს მოქ­მე­დე­ბა. რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ამ­ბო­ბენ, ამი­ე­რი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც მო­ქა­ლა­ქის, ისე პო­ლი­ცი­ე­ლის უფ­ლე­ბე­ბი, ამ უკა­ნას­კნე­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა კი რეპ­რე­სი­ებ­ზე არ იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბას, ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ აპი­რე­ბენ მხა­რი და­უ­ჭი­რონ "ხი­ფა­თის შემ­ცველ" კა­ნონ­პრო­ექტს, რო­მელ­მაც მათ შე­ვარ­დნა­ძის დრო გა­ახ­სე­ნა. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", რე­ი­დე­ბის "სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე და­კა­ნო­ნე­ბას" აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რა­საც არ იზი­ა­რებს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კითხ­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე.

- ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი კა­ნო­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ი­დან გად­მო­ყო­ლი­ლი, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლი იყო რეპ­რე­სი­ულ სის­ტე­მა­ზე, ანუ აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი იყო არა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ზე, არა­მედ იყო რე­აქ­ცია უკ­ვე შემ­დგარ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მას­ში შე­დი­ო­და ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ბევ­რი, სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნი პრე­ტენ­ზია არ­სე­ბობ­და ამ კა­ნო­ნის მი­მართ. მას­ში სა­ერ­თოდ არ იყო ჩა­დე­ბუ­ლი თა­ნა­ზო­მა­დო­ბის პრინ­ცი­პი - და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის აღ­კვე­თი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა საფ­რთხის თა­ნა­ზო­მა­დი უნ­და იყოს. მაგ. თუ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის აღ­კვე­თა შე­საძ­ლე­ბე­ლია მკლავ­ში ხე­ლის ჩავ­ლე­ბით, ამ დროს ადა­მი­ანს ხელ­კე­ტი არ უნ­და ჩა­არ­ტყა და თუ ხელ­კე­ტი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, იმ დროს ტყვია არ უნ­და ეს­რო­ლო.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, მა­ინც რამ გა­ნა­პი­რო­ბა რე­ი­დე­ბის და­კა­ნო­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და რა შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­­ბა ეს?

- აქამ­დე რე­ი­დე­ბი არ იყო სა­მარ­თლებ­რი­ვად რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და ჩვენ ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი უნ­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა - ან სა­ერ­თოდ უნ­და აგ­ვეკ­რძა­ლა ის, ან დაგ­ვეშ­ვა, მაგ­რამ მკაც­რი კონ­ტრო­ლით. ამ ორი­დან არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თეთ მე­ო­რე­ზე.

აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

- ამ კა­ნო­ნით მათ შე­უძ­ლი­ათ ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის არ­სე­ბო­ბის გა­რე­შე ჩა­ა­ტა­რონ რე­ი­დე­ბი, რაც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ვნა­ხეთ. არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი არ არ­სე­ბობ­და, უბ­რა­ლოდ, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩათ­ვა­ლეს და სწო­რა­დაც ჩათ­ვა­ლეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და და ყვე­ლა უბან­ში უნ­და მო­ეწყ­ოთ რე­ი­დე­ბი, გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ. რო­დე­საც ადა­მი­ანს აჩე­რებ და ამოწ­მებ, უნ­და იყოს გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვი ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის­თვის, რომ ამა თუ იმ მან­ქა­ნა­ში მჯდო­მი ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და რა­ი­მე და­ნა­შა­ულ­ში. ამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით კი შე­იძ­ლე­ბა მი­ნის­ტრმა გა­დაწყ­ვი­ტოს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მა­სობ­რი­ვი რე­ი­დი და­იწყ­ოს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, გა­ნურ­ჩევ­ლად გა­ა­ჩე­რონ ყვე­ლა, რაც არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი დარ­ღვე­ვა.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ