გია ნიკოლაძე რუსეთის დაპყრობას აპირებს - "ნიკოლშოუში" 3 გოგო უნდა ავიყვანოთ"

გია ნიკოლაძე რუსეთის დაპყრობას აპირებს - "ნიკოლშოუში" 3 გოგო უნდა ავიყვანოთ"

"მალე ახალ ალბომს გამოვუშვებ, რომელსაც ჩემი პოემის (წიგნად რომ გამოიცემა), ყდაში ჩავსვამ. მოკლედ, პოემა და დისკი ერთად გაიყიდება. კონცერტის მოწყობაც მინდა, ის წიგნისა და დისკის პრეზენტაციისთვის უნდა გავმართო", - ამბობს ჯგუფის "ნიკოლშოუს" ლიდერი, ნიკოლაძეების უფროსი ძმა გია ნიკოლაძე, რომელსაც ამ სიახლესთან ერთად, კიდევ საინტერესო გეგმები აქვს:

- ძმები ნიკოლაძეები უკანა პლანზე გადავდივართ, - ჯგუფის ახალი წევრების აყვანა გადავწყვიტეთ: ახალგაზრდა მომღერლებიდან და მსახიობებიდან 4 ბიჭი და 3 გოგო გვინდა შევარჩიოთ. ისინი "ნიკოლშოუს" სოლისტები იქნებიან და ჩვენს დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ. მე კი მათი პროდიუსერი და სიმღერების შემქმნელი ვიქნები. მოკლედ, ახლა კონკურსს ვაცხადებ.

- ეს ადამიანები რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ?

- "ნიკოლშოუს" ახალი წევრები პლასტიკურები უნდა იყვნენ და სცენაზე კარგად მოძრაობდნენ; იყვნენ ლამაზები და მაგრად მღეროდენ! ისე, ჩვენი ჯგუფი თავიდანვე ასე მინდოდა, რომ წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ხომ გაგიგონიათ?..

ბიჭებს სცენაზე ფრაკებით გამოვიყვან... რეპერტუარში რაც გვაქვს, იმას ორი იმდენი სიმღერა დაემატება. მინდა, რომ ჩვენი შოუთი პირველად რუსები გავაგიჟოთ!.. ამისთვის რუსული ტექსტები უკვე მზად მაქვს, - ჩემი სიმღერები გადავთარგმნე და რაღაცების გაკეთებას კიდევ ვაპირებ. პროგრამით, რომელსაც დავდგამთ, რუსეთი უნდა დავიპყროთ, მოკლედ, პირველ ანკესს სწორედ მათთან ჩავუშვებ, რაღაცებს რომ უბერავენ! გადავიღებთ ვიდეო მასალასაც, ის მათი ფილმებიდან კადრებით იქნება დამონტაჟებული, რაც შოუს მსვლელობისას ეკრანზე გავა. ეს ყველაფერი ასე გადავწყვიტე!

ასე რომ, "ნიკოლშოუს" ”მეორე სუნთქვა” გაეხსნა და სულ მალე, საზოგადოების წინაშე ახალი შემადგენლობითა და შოუთი წარვდგებით. 21 მარტს 50 წლის ვხდები და მინდა, ეს ყველაფერი ამ დღისთვის მოვასწრო.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება