"ტელეიმედის" გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

"ტელეიმედის" გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

"ტელეიმედის" გენერალური დირექტორი, დენ ბეითსი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ვებგვერდზე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის, "ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოსა და დენ ბეითსის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

"ძვირფასო მეგობრებო! სინანულით გვინდა განვაცხადოთ, რომ ბატონი დენ ბეითსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებულია შეწყვიტოს საქმიანობა "ტელეიმედის" გენერალური დირექტორის პოსტზე. თითოეული ჩვენგანი - ერთის მხრივ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის და "ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და მეორეს მხრივ, ბატონი ბეითსი მივიჩნევთ, რომ დენ ბეითსის მიერ "ტელეიმედში" გატარებულმა დრომ შეუფასებელი გამოცდილება შესძინა ახლად დაბრუნებული "ტელეიმედის" პირველი წლის საქმიანობას. ამასთან დავძენთ, რომ ბატონი ბეითსი კვლავაც განაგრძობს "ტელეიმედთან" თანამშრომლობას, როგორც ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი",-ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები