ქართული ჩაის წილი ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე მცირდება

ქართული ჩაის წილი ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე მცირდება

ქართული ჩაის წილი ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე მცირდება. ამის შესახებ გადაცემა "რადიო მარკეტს" კომპანია "მილმართში" განუცხადეს. კომპანიის დირექტორის, გიორგი მაისურაძის თქმით, ბოლო მონაცემებით ქართულ ბაზარზე ადგილობრივ ჩაის მხოლოდ 20%-ს უჭირავს. დახლები ძირითადად იმპორტირებული პროდუქციით არის გაჯერებული. მაისურაძე ამბობს, რომ ამ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და სამწუხაროდ ეს სფერო ხელისუფლებისგან დავიწყებულია.

რაც შეხება ექსპორტს, "შ.პ.ს. მილამართის" დირექტორის თქმით, საექპორტო ბაზრებზე ქართული ჩაის მცირე რაოდენობა შედის. გიორგი მაისურაძის განცხადებით, ყველაზე მეტად სწორედ მეჩაიეობა ასაქმებს ხალხს. ამიტომ ამ დარგის ამუშავებისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავება, ინვესტიციებთან ერთად მუშახელის გადამზადება და სარეკლამო კამპანიის დაგეგმვაა საჭირო.

"შ.პ.ს მილმართი" ამ დროისთვის 2 სახეობის მწვანე და შავ ჩაის აწარმოებს, რომელიც ბაზარზე "შემოქმედის" სავაჭრო ნიშნით იყიდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ