გოგა ხაჩიძე სამარ ჩოკუტაევთან დაკავშირებით შსს-ს რამდენიმე კითხვით მიმართავს

გოგა ხაჩიძე სამარ ჩოკუტაევთან დაკავშირებით შსს-ს რამდენიმე კითხვით მიმართავს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ე.წ "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე ეჭვმიტანილ სამარ ჩოკუტაევთან დაკავშირებით შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"- რაო, რა გაირკვა ამ ჯიჰადის კლიპებზე?...

- რა და.. ვიღაც სამარ ჩოკუტაევი ყოფილა, ყირგიზი, აფხაზეთში ცხოვრობს თურმე, მაგარი IT-შნიკი ყოფილა.

ჰოდა, ეგ ჩოკუტაევი ქართული მობილური ოპერატორების ბარათებით და დაშიფრული არხებით დაკავშირებია მალაიზიაში დისტანციურად მართულ სერვერს და შემდეგ {ჩერეზ} მალაიზიური სერვერი - თბილისში ორი კერძო ორგანიზაციის როუტერებიდან აუტვირთავს ვიდეო ინტერნეტში.

- ვააა....

- აბაა... და თან, თურმე ამას რომ აკეთებდა, შუალედში მოშიებია, სასწრაფოდ გვარი გადაუკეთებია, უზბეკი გამხდარა და დაშიფრული არხებით, {ჩერეზ} ფარერების დისტანციური მართვის სერვერი, ფრანგული პოლინეზიის კუნძულ ჰივა-ოას მაკდონალდსში შეუკვეთავს კარტოფილი ფრი.

- ვაა, სგ სგ ღარიბაშვილი, ძალიან რთული საქმე გაუხსნია კი არა და გაურთულებია.

"კვალის დაფარვის მიზნითო..."

ყირგიზმა, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ქართული მობილური ოპერატორების მოდემით, მალაიზიის დისტანციურად მართვადი სერვერის გავლით, თბილისის 2 კერძო კომპანიის როუტერებით ვიდეოები ატვირთა.

ლოგიკა სადაა?...

რა კვალი დაფარა?...

ვის დაუფარა კვალი?...

რომელ ქვეყანას?...

საქართველოს, ყირგიზეთს, თუ მალაიზიას?...

მიზანი რა ქონდა?! - რომ ვიდეოები საქართველოდან ყოფილიყო ატვირთული?... ანუ, კვალი პირიქით გამოეჩინა?....

თუ მართლა ჩვენი დაშინება უნდოდა და მალაიზიის სერვერებამდე {გახოდა, ბოლო ეტაპზე თბილისის ორი კერძო ოფისის ნაცვლად სადმე პაკისტანის ერთი კერძო ოფისის როუტერზე გასულიყო და იქიდან აეტვირთა?...

თუ არა და რა ოფისებია ეს, თბილისში?!

კარგით, დავიჯერეთ რომ ეს ყირგიზია ყველაფრის ჩამდენი, ლოგიკურად ის ორი ოფისი ხომ აღარაფერ შუაშია, გვითხარით რა ორგანიზაციებია?...", - წერს ხაჩიძე.

ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებული სამარ ჩოკუტაევის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გუშინ გაავრცელა.

იხილეთ ასევე: სამარ ჩოკუტაევი ავღანელი აიტი სპეციალისტების ერთ-ერთი ტრენერი იყო

როგორ ერთობოდა "ჯიჰადის ვიდეოს" ავტორი მეგობარ გოგოსთან ერთად, სანამ შსს ეძებდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს