ნინო დანელია - ვადასტურებ, რომ მირეკავდნენ და კატეგორიულად მთხოვდნენ საბჭოს დატოვებას

ნინო დანელია - ვადასტურებ, რომ მირეკავდნენ და კატეგორიულად მთხოვდნენ საბჭოს დატოვებას

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნინო დანელია "ფეისბუქის" გვერდზე ბორდის დატოვების საკითხზე პოსტს აქვეყნებს. დანელია აცხადებს, რომ მას ურეკავდნენ და საბჭოს დატოვებას თხოვდნენ, მაგრამ ის ამას არ აპირებს.

"რადგან ბევრმა მკითხეთ, ვიფიქრე, პირდაპირ აქ დამედო: ვადასტურებ, რომ მირეკავდნენ და კატეგორიულად მთხოვდნენ საბჭოს დატოვებას. ასევე, მეუბნებოდნენ, რომ საბჭოს სხვა წევრებთანაც ქონდათ ამავე საკითხზე ინტენსიური საუბარი. ამ ადამიანებს არ ვასახელებ, რადგან ყველა საუბარი პირადი საუბარი იყო. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ უშიშროების თანამშრომელი ემზარ გოგუაძეს, საბჭოს თავმჯდომარეს აშანტაჟებდა მის კაბინეტში. ავთანდილ ანთიძეს შესთავაზეს მაღალანაზღაურებადი სამსახური საბჭოდან გასვლის სანაცვლოდ. ამ ფონზე საბჭოდან გავიდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ეკატერინე მაზმიშვილი.

რადგან ჩემთვის დღეს, ზუსტად ისევე, როგორც ნაციონალების მმართველობის დროს, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, არ ვაპირებ საბჭოს დატოვებას.

თუმცა, საბჭო თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად ახლანდელი კანონის მიხედვით, 8 ხმაა საჭირო. რაც ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი ვერ დამტკიცდება, ტელევიზიის თანამშრომლებს ნოემბრიდან ხელფასის მიღების პრობლემა დაუდგებათ, ახალი დირექტორი ვერ აირჩევა ახალი საბჭოს არჩევნებამდე. ბუნებრივია, შექმნილ ვითარებაზე პასუხს საბჭოს დარჩენილი წევრები ვერ აგებენ."- წერს დანელია თავისი "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ ბრიფინგი გამართა. გოგუაძის მტკიცებით, მას დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დაემუქრა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს