ქართველები რუსებს ისევ აგიჟებენ

ქართველები რუსებს ისევ აგიჟებენ

ბოლო დროს რუსულ შოუებზე იმატა ქართველი მონაწილეების რაოდენობამ, თან ისეთი მონაწილეების, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ჟიურისა და მაყურებელზე და მერე მათ შესახებ რუსული პრესა აქტიურად წერს. გასულ კვირას კიდევ ორმა ქართველმა გამოიჩინა თავი და რუსები აალაპარაკა.

ერთი გახლდათ მომღერალი ეთერ ბერიაშვილი, რომელმაც რუსულ ''ახალ ხმაში'' მიიღო მონაწილეობა, ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა და ისინი არა მხოლოდ სიმღერითა და არტისტიზმით, არამედ მჭევრმეტყველებითაც მოხიბლა. ჟიურის ოთხივე წევრმა მიიღო თბილი სიტყვები ქართველი შემსრულებლისგან, რომელმაც საბოლოოდ ყველას ლეონიდ აგუტინი არჩია და მის გუნდში მოხვდა.

ეთერის შესრულების მანერამ ჟიურის წევრები მიახვედრა, რომ ის პირველად არ იდგა სცენაზე და პელაგიამ პირდაპირ ჰკითხა: ''შენ პროფესიონალი მომღერალი ხარ?'' რასაკვირველია, ასეც აღმოჩნდა. შემდეგ თქვენი ბუკლიკო კიდევ უფრო დაინტერესდა და ინტერნეტში მოიძია ამბები ამ ქალბატონის შესახებ.

41 წლის ეთერ ბერიაშვილი ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზშემსრულებლად მიიჩნევა. მის ხავერდოვან ხმას ხშირად ადარებენ კარგ ქართულ ღვინოს და მაგარ შავ ყავას. ამ კეთილ და გულღია ქალბატონს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყოლია რუსეთში.

სიმღერა ბავშვობაშივე დაუწყია, საქართველოში. მისი ბავშვობის გარკვეულმა წლებმა წნორსა და სიღნაღში განვლო. მუსიკალურ სკოლაშიც სწავლობდა და თითქმის ყველა საკრავზე სცადა დაკვრა. შემდეგ დიდხანს რუსეთში ცხოვრობდა, იქ კი, მშობლების დაჟინებით, სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა და თერაპევტის დიპლომი აიღო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება