ავტოსაგზაო შემთხვევას ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით გორში მოხდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, I კლასის რიგითი რომან არაქელოვი და სერჟანტი ომარ დარჩიძე დათხოვნაში იმყოფებოდნენ.

ფეხით მოსიარულეებს ცხინვალის გზატკეცილზე ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი გარდაიცვალა.

არაქელოვი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლის ივლისიდან, დარჩიძე კი 2005 წლის აპრილიდან ირიცხება. ისინი საკონტრაქტო სამსახურს გადიოდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და გარდაცვლილის ოჯახებს უსამძიმრებს.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელიც ფეხით  მოსიარულეებს დაეჯახა, შსს-ს თანამშრომელი მართავდა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე