მარიკო ებრალიძე საფულეს ცარიელს არასდროს ტოვებს

მარიკო ებრალიძე საფულეს ცარიელს არასდროს ტოვებს

მომღერალი მარიკო ებრალიძე ყაირათიანი მხარჯველი ყოფილა, უყვარს ფულის შეგროვება და სწორედ გადანახულმა ფულმა იხსნა ფინანსურად კრიზისული პერიოდის დროს. მოგებაში ბედი არ სწყალობს, თუმცა ერთხელ დედასთან ერთად ბარნოვის ქუჩაზე ფული იპოვა და...

- შემოქმედებაში პატარ-პატარა სიახლეები მაქვს, მსმენელის წინაშე ბენდის ახალი შემადგენლობითა და ახალი პროგრამით წარვდგები, ჟანრს არ ვიცვლი, ვინარჩუნებ ჩემს ხაზს, მაგრამ იმისათვის, რომ უფრო მეტად განვვითარდე, დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ შემიძლია სიმაღლეების დაპყრობა, სხვა მიმდინარეობაშიც უნდა მოვსინჯო ძალები. ვნახოთ, რა გამოვა, იმედია, ეს ნაბიჯი წარმატებული იქნება.

- რაც შეეხება ''ფულის გემოს'' და ხარჯვას..

- იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს ფულის შეგროვება, დედა ''ოჯახის მუჭუჭს'' მეძახის. უაზროდ ფულის მხარჯველი არ ვარ, ვცდილობ ვიყიდო ის, რაც შემდეგ გამომადგება და არ გახდება გადასაგდები. გარდა ამისა, მიყვარს საჩუქრების კეთება, მაგრამ ის უფრო მომწონს, როცა აქეთ მჩუქნიან (იღიმის). მიყვარს საჭირო, გამოსადეგი საჩუქრების გაკეთება, რომ ამბობენ, მთავარია, რამე უსახსოვრო, თორემ რას შეარჩევ, ამას მნიშვნელობა არ აქვსო, არ ვეთანხმები. რასაკვირველია, ყურადღება და საჩუქარი, როგორიც უნდა იყოს ის, სასიამოვნოა, მაგრამ ამასთანავე კარგია, როცა ადამიანისთვის არჩევ ისეთ რამეს, რაც მას სჭირდება და გამოადგება.

- პირადად შენთვის ყველაზე ღირებული რა უჩუქებიათ?

- ბინა და მანქანა ჯერჯერობით არავის უჩუქებია, მაგრამ ის ყველაფერი, რაც ჩემთვის უსახსოვრებიათ, არათუ ღირებული, არამედ შეუფასებელია, რადგან ეს ყურადღებისა და პატივისცემის ნიშანია. იყო შემთხვევა, როცა ტელეფონი, სუნამო მაჩუქეს მაშინ, როცა არ ველოდი და ამან განსაკუთრებულად გამახარა.

- შენი საუბრიდან გამომდინარე, საკმაოდ ხელმომჭირნე ყოფილხარ...

- კი, კი, ერთი პერიოდი რკინის ორლარიანებს ვაგროვებდი, რამდენი ორლარიანიც უნდა ჩამვარდნოდა ხელში, იმას ფულად არ მივიჩნევდი და ვაგროვებდი. სხვათა შორის, ბავშვობიდან მაქვს ეს თვისება, სკოლაში საჭმლის ფულად ერთ ან ორლარიანს რომ მატანდნენ, ''ვტეხავდი'' , არ ვხარჯავდი და სულ მქონდა ჩემი დანაზოგი (იცინის).

- საკუთარი შემოსავლით რაიმე სერიოზული თუ შეგიძენია?

- საკონცერტო თუ ყოველდღიური სამოსი, შეგროვებული ფული გამომიყენებია გასტროლებიდან საჩუქრების ჩამოსატანად.

- რა ასაკიდან გახდი ფინანსურად დამოუკიდებელი?

- დაახლოებით 18-19 წლიდან და იმედია, სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიქნები. ეს ძალიან დიდი კომფორტია, მშვიდად ხარ, როცა ფინანსური თვალსაზრისით ვინმეზე ან რამეზე არ ხარ დამოკიდებული... ერთადერთი, რაზეც დამოკიდებული ვარ ამ თვალსაზრისით, ჩემი პროფესიაა, მთავარია, ჩემი საქმე წარმატებული, დაფასებული და შემოსავლიანი იყოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება