ოზურგეთში დავით ბაქრაძის პლაკატები ჩამოხიეს

ოზურგეთში დავით ბაქრაძის პლაკატები ჩამოხიეს

ორი დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტებმა, ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის პლაკატების გაკვრა დაიწყეს. თუმცა პლაკატების უმეტესობა უკვე განადგურებულია. "პლაკატების გაკვრიდან მეორე დღეს დაიწყეს ჩამოხევა. კარგი იქნება, შესაბამისი უწყება თუ დაინტერესდება ამ ფაქტით”, - ამბობს ბაქრაძის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი, მიხეილ გოგოტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა ჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა