თიკა მახალდიანს მომღერალი ქმარი არ უნდა

თიკა მახალდიანს მომღერალი ქმარი არ უნდა

თიკა მახალდიანს, ისევე, როგორც ბევრ სხვა მომღერალს, გული სწყდება, რომ საქართველოში ბოლო დროს სიმღერა არავის სჭირდება. კონცერტები თითქმის აღარ იმართება და მომღერლებს საქმე თითქმის აღარ აქვთ. ისევე, როგორც ბევრი სხვა მომღერალი, თიკაც ფიქრობს საქართველოდან წასვლაზე. თუ არაფერი შეიცვლება, ალბათ თიკასნაირად ბევრი მომღერალი დაიწყებს ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრს.

ვინ "აჩმორებდა" ბავშვობაში

- ხუთი თვისა პუტკუნა ყოფილხარ.

- (იცინის) სურათზე მართლა ძალიან პუტკუნა ვჩანვარ. ასეთი მსუქანიც არ ვიყავი.

- გარეგნულად ვის ჰგავხარ?

- როგორც ამბობენ, ბავშვობაში დედას ვგავდი. დიდობაში მამას დავემსგავსე.

- მშობლები როგორ დაოჯახდნენ?

- მამამ დედა მოიტაცა, ახლა ეს ამბავი ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მაშინ, როგორც ჩანს, მოდაში იყო. მამას დედა ერთი ნახვით შეუყვარდა. ამიტომ მეც მჯერა, რომ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება.

- სად გაიტაცა დედა?

- რაჭაში. ეს მამას მშობლიური კუთხეა. ორივენი სტუდენტები იყვნენ, დედა ოცი წლის იყო, მამა - ოცდასამის. დედა პროფესიით ბიოლოგია, მამა - ინჟინერი. სხვადასხვა ადგილას სწავლობდნენ, ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გაიცნეს.

- გვარის გამო სვანი მეგონე, შენ კი თურმე რაჭველი ყოფილხარ.

- ყველას სვანი ვგონივარ და არც არის გასაკვირი, რადგან წარმოშობით სვანური გვარია. მახალდიანები შვიდი საუკუნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ჩამოსახლდნენ, ამიტომ უკვე რაჭველად მივიჩნევი. რაჭაში დასასვენებლად ყოველ ზაფხულს მივდივარ. მიყვარს ჩემი სოფელი, რაჭა ძალიან ლამაზია.

- მომდევნო ფოტოზე, როგორც ვხვდები, ოჯახის ყველა წევრი ხართ.

- ერთი დედმამიშვილი მყავს, გიორგი. სურათი თბილისში ერთ-ერთი სეირნობის დროს გვაქვს გადაღებული.

- 1989 წელს ხარ დაბადებული. ალბათ, ბავშვობა მაინცდამაინც კარგად არ გახსენდება.

- პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, დედასთან ერთად პურის რიგში ვიდექი. უშუქობა რომ იყო და გაზი არ გვქონდა, კარგად მახსოვს. მახსოვს, სინათლის მოსვლას როგორ ველოდებოდი და რომ მოვიდოდა, მთელ კორპუსში ისმოდა, "ურააა". ლამპის შუქზე ვმეცადინეობდი. საშინელება იყო, მაგრამ არა უშავს, ალბათ ეს ყველაფერი უნდა გამოიარო.

- მომდევნო ფოტო სადაა გადაღებული?

- ვაკის პარკში. ფოტოზე ალბათ ორი წლის ვარ. დედა მიყვება ხოლმე, ცხრა აპრილს არეულობა რომ მოხდა, პირველად იმ დღეს გამიღიმეო. შენმა ღიმილმა ყველაფერი დამავიწყა, რასაც ტელევიზორში აჩვენებდნენო.

- ძმა რას საქმიანობს?

- გიორგი თვრამეტი წლისაა. წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. მამის კვალს გაჰყვა. საინჟინროზე სწავლობს. ძალიან კარგი ბიჭია, წესიერი.

- ასე ახლა ამბობ და საინტერესოა, ბავშვობაშიც იმავე აზრის იყავი მასზე?

- ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო. რომ იტყვიან, ნამდვილი მა­წაკი ბავშვი. სულ მეჩხუბებოდა და მირტყამდა. მასზე ექვსი წლით ვარ დიდი. "მაჩმორებდა" ხოლმე. ახლა რომ ვეუბნები, ასე იყო-მეთქი, არ სჯერა. ახლა აბსოლუტურად შეცვლილია. წყნარი და დინჯია. ფოტო გიორგისთან ერთად ზღვაზე დასვენების დროსაა გადაღებული. ყოველ წელს ჯერ რაჭაში მივდიოდით და შემდეგ ზღვაზე ვისვენებდით.

- ფოტოზე ჩანს, რომ მშვიდობიანი პერიოდი იყო.

- ხშირად მშვიდობიანად ვცხოვრ­ო­ბდით. უბრალოდ, ხანდახან ძალიან ვჩხუბობდით რაიმე ნივთის გამო. რა თქმა უნდა, სულ მე ვუთმობდი.

"კარგად ვმღეროდი და იმიტომ მიწერდნენ ნიშანს, ნანუკა ლამაზი იყო"

- მომდევნო ფოტოზე შენს კლასელებთან ერთად ხარ. ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი შენი კლასელი ყოფილა.

- პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდით და პირველივე კლასიდან მე და ნანუკა ერთ კლასში ვიყავით. სურათზე ნანუკა ჩემგან ხელმარჯვნივ დგას. დღემდე თითქმის ყოველდღე ერთად ვართ. სკოლის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. კარგი სკოლა იყო და კარგი მეგობრები მყავდა. ახლა უფრო ვაფასებთ იმ პერიოდს, როცა სკოლაში დავდიოდით.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება