რაზე კინკლაობს მოცეკვავე წყვილი - ნინი ცნობილაძე და მისი პარტნიორი

რაზე კინკლაობს მოცეკვავე წყვილი - ნინი ცნობილაძე და მისი პარტნიორი

როგორც "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტის ქორეოგრაფმა საშა ოხრიმენკომ გვითხრა, წყვილები რეპეტიციებზე ძალიან სასაცილოდ იქცევიან, ზოგი ისეთ უცნაურ და უხერხულ მოძრაობას აკეთებს, რომ მეწყვილე შეიძლება დააზიანოს, ხელი გაარტყას, ფეხი ისე გაიქნოს, რომ..., სცემოს... ამასთან, წყვილებს შორის ერთგვარი კამათი და კინკლაობაც იმართება. ამ მხრივ, განსაკუთრებით მომღერალი ნინი ცნობილაძე და მისი პარტნიორი, იაკობ ყუფუნია აქტიურობენო. ეს შოუს შემოქმედებითი ჯგუფის მიერ სპეციალურად მათზე მომზადებულ სიუჟეტშიც გამოჩნდა, რომელიც გუშინ, პროექტის მსვლელობისას ეთერშიც გავიდა.

რაზე კამათობს გარეგნულად ყველაზე კარგად "შეხამებული" წყვილი, რომელიც ჟიურის წევრებმა თოჯინებსაც კი შეადარეს, ამის გარკვევა მათთან ვცადეთ. ნინიმ სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხა, იაკობმა კი აი, რა გვითხრა:

- მე და ნინის სადავო რა გვაქვს? თუ ვკამათობთ, მხოლოდ ცეკვის გარშემო, რადგანაც გვინდა, კარგად წარმოვადგინოთ ნომერი. ცეკვის მომზადებისას თუ რაიმე არ მოგვეწონს, ან არ გამოგვდის, ჩვენს სათქმელს ემოციურად და ხმამაღლა გამოვხატავთ ხოლმე.

- გუშინდელი თქვენი ნომრით კმაყოფილი ხარ?

- გუშინ ჟიურის ნორმალური შეფასება დავიმსახურეთ.

- რეპეტიციაზე დაგესწარით და ვნახე, რომ რეპეტიციაზე უკეთ ცეკვავდით, ვიდრე გუშინ...

- საერთოდ, ასე ხდება ხოლმე. რეპეტიციაზე მაქსიმუმს აკეთებ, ბოლომდე იხარჯები. შოუს დღეს კი განცდები გემატება და რაღაცები ისე ვერ გამოდის, როგორც საჭიროა. არაპროფესიონალი კი არა, ჩვენ, მოცეკვავეებიც ვნერვიულობთ, რომლებსაც ამა თუ იმ კონკურსზე მონაწილეობის გამოცდილება გვაქვს. ნინიმაც, როგორც ჩანს, ინერვიულა. თან, ფეხიც სტკიოდა. მიმაჩნია, რომ ამის ფონზე კიდევ კარგად იცეკვა... ასე რომ, ყველაფერი წინ არის და ვნახოთ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება